„თალიზი“-ს მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში
კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, “თმის ჯანმრთელობის” ცენტრში. ნაჩვენები იქნა დღეისათვის არსებული უახლესი გამოყენებული მეთოდები თმის გადანერგვაში. საჩვენებელი ოპერაციების ფორმატში ნაჩვენები იყო ფართომასშტაბიანი ოპერაციები, ისევე როგორც ფოლიკულური ექსტრაქციის ასევე ზონრის მეთოდით.
ფართო მასშტაბის ოპერაციების ჩატარება დროის ხანმოკლე პერიოდში საშუალებას გვაძლევს ერთ ორერაციაში გადანერგილ იქნეს მაქსიმალური რაოდენობის თმის ფოლიკულები, რაც პაციენტისათვის მაღალი ხარისხის თმის ცვენის შემთხვევაში ერთჯერადი პროცედურის ჩატარებით მთლიანი თმაგაცვენილი ფართობის მაღალი სიხშირით დაფარვის შესაძლებლობას იძლევა, გადანერგილი თმის ფოლიკულების მაღალი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით.
მასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება სიძნელეს წარმოადგენს დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით დამწყები კლინიკებისათვის, რაც ჩვენი კლინიკის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს 17 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით თმის გადანერგვის სფეროში.