თმის აღდგენითი ქირურგიის 26-ე საერთაშორისო კონფერენცია, ჰოლივუდი, აშშ
2018 წლის 10-14 ოქტომბერს, ჰოლივუდში, ქალაქ ლოს ანჯელესში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური, რიგით 26-ე კონფერენცია , სადაც კლინიკა „თალიზი“ წარმოდგენილი იყო კლინიკა „თალიზი“-ს დირექტორ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი წილოსანის , წამყვანი ქირურგოს ვაჟა ვადაჭკორიას და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელ სალომე ვადაჭკორიას სახით. ისევე როგორც წინა წლებში თალიზის გუნდი აქტიურად იყო ჩართული კონგრესის სამუშაო პროცესში.
სამეცნიერო შეხვედრა საინტერესო იყო ინოვაციური თემებთა და უახლესი კვლევებით, როგორიც არის მაგალითად, ცხიმოვანი ქსოვილის ღეროვანი უჯრედების გამოყენება თმის ცვენის შესაჩერებლად ანდროგენული ალოპეციის ადრეული სტადიის პაციენტებში, თმის ფოლიკულის ბიოლოგიური პროცესების შესწავლა, ფოლიკულური აღდგენისა ინდუცირების მეთოდები და სიახლეები თმის კლონირების კვლევებში, ასევე ახალი სამეცნიერო ნაშრომები იქნა წარმოდგენილი ადგილობრივი მოხმრების ფინესტერიდის ხსნარების გამოყენების მეთოდი და დემონსტრირებულ იქნა ადრეული შედეგები პაციენტებში, რაც ამცირებს არსებული მედიკამენტის გვერდითი მოვლენების გამოვლინების რისკებს, მოწვეული ექსპერტების მიერ განხილულ იქნა თმის აღდგენის განსხვავებული მეთოდების ეფექტურობა, მათი გამოცდილება და გასხვავებული შეხედულებები.
ისევე როგორც წინა წლებში კლინიკა „თალიზი“-ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ყოველწლიური კონფერენციის საგანმანათლებლო პროგრამაში. კლინიკის დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მიწვეული იყო როგორც ექსპერტი სხეულიდან თმის გადანერგვის მეთოდთან დაკავშირებით. მან დამსწრე სეზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება წლების წინ ჩატარებული კბლევის შედეგები ტრანსექცირებული თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით. აუდიტორიის მხრიდან მისმა გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოწვია.
კლინიკა „თალიზი“-ს სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელმა სალომე ვადაჭკორიამ წარმოადგინა ვიდეო მოხსენება, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენს კლინიკაში ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდით ჩატარებული საშუალო მასშტაბის ოპერაცია, სადაც ნაჩვენები იყო გამოყენებული მეთოდები დროის ეფექტურად განაწილების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ძირითად შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ საოპერაციო დროის მართვის თვალსაზრისით დამწყებ კლინიკებში.
ყოველ წელს ჩვენ ვხვდებით ჩვენი კლინიკის სტაჟიორებს თმის აღდგენითი ქირურგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა იწყებს წარმატებულ პრაქტიკას საკუთარ ქვეყანაში და ამჟამად მრავალი მათგანი არის არა მხოლოდ კონფერენციის აქტიური მონაწილე, არამედ უკვე მიწვეული ექსპერტი სემინარებსა და პროგრამებზე, რომლებიც ტარდება თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო