წვერის გადანერგვა

წვერი წარმოადგენს მამაკაცური იმიჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს, წვერის მიდამოში თმის ბუნებრივი ზრდის დარღვევები ან გამეჩხერება  შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა

  • ტრამვები და ნაწიბურები
  • კანის დაავადებები
  • აუტოიმუნური ან გენეტიკური დაავადებები
  • ოპერაციები
  • გარემო ფაქტორები

უმეტეს შემთხვევებში მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური წვერის სიხშირის აღსადგენად, შესაბამისად საჭიროა წვერის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება.

ბუნებრივი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია წვერის  ზრდის მიმართულების გათვალისწინება ისევე როგორც მიკროხვრელების ფორმირებისას ასევე თმის ძირების უშუალოდ ჩანერგვის პროცესში.  კლინიკა თალიზში უკვე წლებია წარმატებით ტარდება წვერის გადანერგვის ოპერაციები.  კლინიკის 20 წლიანი გამოცდილება და ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმებისა და ასისტენტების გუნდური მუშაობა ბუნებრივი შედეგის გარანტიაა.  თანამედროვე მეთოდების გამოყენებით პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 საათს, შედეგი ხილულია უშუალოდ ოპერაციის დასრულებისთანავე და პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

წვერის სრულად აღდგენისათვის საჭიროა საშუალოდ 1500-2000 ფოლიკულის გადანერგვა, სადონორო თმის ძირები მოიპოვება კეფის არეში უნაკერო მეთოდით უმცირესი 0,7-0,8 მმ დიამეტრის მქონე ინსტრუმენტებით და ინერგება გაცვენილი წვერის მიდამოში. ოპერაციის შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება არავითარი ნაწიბური.

თმის გადანერგვის შედეგები