ვლადიმირის ისტორია

ვლადიმირის ისტორია

მე ხელოვანი ვარ, პროფესიით მხატვარი და ჩემს უმეტეს დროს ჩემს საქმიანობას ვუთმობ, რომელიც ბავშვობიდან ავირჩიე, და ერთგვარად ჩემი განტვირთვის წყაროა. გქონდეს სამუშაო რომელიც შენი ჰობიცაა  ბედნიერებაა და ვფიქრობ რომ ამაში ნამდვილად გამიმართლა. სამაგიეროდ არ გამიმართლა სულ სხვა კუთხით, ახალგაზრდა ასაკში დამეწყო თმის ცვენა, თავიდან თითქოს ეს შეუმჩნეველი იყო, უჩვეულო ვარცხნილობას ან კეპს შეეძლო თმის ცვენის პრობლემის შენიღბვა, თუმცა მოგვიანებით  თმა თითქმის მთლიანად გამცვივდა და უკვე მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი თმის გადანერგვა იყო. ზუსტად ისე, როგორც ალბათ სხვა მოიქცეოდა ჩემს მდგომარეობაში, გადავწყვიტე მომეძებნა შესაფერისი კლინიკა და არჩევანი  კლინიკა „თალიზი“-ზე შევაჩერე.  გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში დამეხმარა კლინიკის 20 წლიანი გამოცდილება,  აღარ დავაყოვნე და გადავწყვიტე პირდაპირ კონსულტაციაზე ჩავწერილიყავი.  შედეგმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, კლინიკა თალიზი ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სათანადოდ აფასებენ და ემსახურებიან ხელოვნებას, ხოლო ყოველი პაციენტის შემთხვევას ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად უდგებიან.

ახლაც ისევე როგორც ადრე, მიწევს ძველი თბილისის უბნებში ხეტიალი, უეცრად წავაწყდები ახალ ხედს, რომელიც  მომაჯადოვებს და ყველაფერი თავიდან იწყება, ასე იქმნება ჩემი ნამუშევრები, თუმცა ახლა უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ, და მგონია, რომ გარკვეულ წილად ეს თალიზის დამსახურებაცაა.