
თმის გადანერგვის კურსები
2009 წელს კლინიკა თალიზის ბაზაზე დაარსდა თმის გადანერგვის ინსტიტუტი. უკვე 10 წელზე მეტია, რაც კლინიკა თალიზში დანერგილია სასწავლო პროგრამები ექიმებისა და ასისტენტებისათვის. ჩვენი ინსტიტუტის კურსდამათავრებულთა უმრავლესობა უკვე ფოლობს წარმატებულ პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენს ინსტიტუტში გაიზარდა 300 ზე მეტი ქირურგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და ვორკშოპების ფარგლებში.
კლინიკა თალიზი დაარსდა თბილისში 1998 წელს, ჩვენი კლინიკა იყო პირველი კლინიკა ამიერკავკასიაში რომელმაც მომხმარერებელს შესთავაზა უმაღლესი ხარისხის თმის გადანერგვის ოპერაციები. მას შემდეგ უკვე 20 წელზე მეტია, რაც მუდმივი ზრდისა და სრულყოფის საფუძველზე ვინარჩუნებთ ხარისხისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სამაგალითო სტანდარტს საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ კლინიკის 20 წლიანი გამოცდილება და მაღალტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენს ჩვენი კურსდამთავრებული ექიმების წარმატების საწინდარს.
სრული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა დამწყები ექიმებისათვის შეადგენს 2 კვირას, ამ დროის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ და დააგროვონ გამოცდილება სხვადასხვა მეთოდის ქირურგიული შემთხვევების ყველა საფეხურზე, როგორიცაა, ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია (FUT), ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (FUE), სხეულიდან თმის ტრანსპლანტაცია (BHT), წარბების აღდგენა და ასე შემდეგ. თალიზი ასევე ატარებს უფრო მაღალი საფეხურის, მოკლე ხანგრძლივობის კურსებს უკვე პრაქტიკოსი, გამოცდილი ქირურგებისთვის, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ გამოცდილება სხვა და სხვა ახალ დანერგილ მეთოდებში.