ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (FUT) მეთოდი
ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (FUT) მეთოდი წარმოადგენს თმის გადანერგვის საბაზისო მეთოდს, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხორციელდება კეფის არედან ელიფსური ფორმის ზონრის სახით. სადონორო მასალის მოპოვების შემდეგ სადონორო ზონრიდან სტერეომიკროსკოპების ქვეშ პრეპარირდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებები (გრაფტები), რომელთა გადანერგვაც ხორციელდება წინასწარ ფორმირებულ მიკროხვრელებში.
ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია იძლევა ბრწყინვალე კოსმეტიკურ შედეგს, ვინაიდან თმის ძირების გადანერგვა ხორციელდება ფოლიკულური გაერთიანებების სახით, ანუ თმის ძირების ფოლიკულური გაერთიანებების- ბუნებრივი ოჯახების ჩანერგვით. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (ზონრის) მეთოდის გამოყენებით ხერხდება შედარებით სწრაფად მოპოვებული და გადანერგილი იქნეს გრაფტების დიდი რაოდენობა (ჩვენს კლინიკაში საჭიროების შემთხვევაში 6000 გრაფტამდე 5-6 სთ-იანი პროცედურის განმავლობაში) ფოლიკულების მინიმალური დანაკარგით (ტრანსექციით) და იმპლანტირებული გრაფტების მაღალი (95% და მეტი) სიცოცხლისუნარიანობით.
ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის მეთოდის ერთადერთ ნაკლს წარმოადგენს სადონორო ზონრის მოპოვების შემდეგ კეფის არეში ხაზოვანი ნაწიბურის განვითარება. თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული სადონორო ზონის თანამედროვე პლასტიკის მეთოდიკა- ტრიქოფიტული დახურვის ბაზაზე, გამორიცხავს კეფის არეში შესამჩნევი ნაწიბურების განვითარებას და სადონორო ზონა საიდანაც მოპოვებულ იქნა თმის ფოლიკულები პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
გაიგე მეტი თუ როგორია თმის გადანერგვის ფასები საქართველოში.