თმის გადანერგვა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის – FUE მეთოდით

ფოლიკულური ექსტრაქციის (FUE) მეთოდი (Follicular Unit Extraction – ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია) არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხორციელდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური მიკრო ინსტრუმენტებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თმების მოპოვების შემდეგ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები. კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მეთოდი იძლევა საშუალებას მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (გულმკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან ან წვერიდან)

FUE – ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის (დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი) ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წარბებისა და წვერის აღდგენისათვის.

აღნიშნული მეთოდით კლინიკა თალიზის მარალკვალიფიციურ გუნდს შეუძლია გადანერგოს 4000 გრაფტი და მეტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. დღეისათვის პატარა მასშტაბის FUE პროცედურები ( 1500 გრაფტამდე) კეთდება თავის გადაპარსვის გარეშე, რაც კოფორტულსა და შეუმჩნეველს ხდის პოსტოპერაციულ პერიოდს ჩვენი პაციენტებისათვის.

თმის გადანერგვის შედეგები