გრძელი თმის გადანერგვა

თმის ტრანსპლანტაციის სფეროში შედარებით ახალ მიმართულებას წარმოადგენს გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის მეთოდი. გრძელი თმის გადანერგვის ძირითადი მიზანია პაციენტსა და ექიმს მიეცეთ საშუალება გაკეთებული ოპერაციის საბოლოო შედეგის ოპერაციის დამთავრებისთანავე ხილვისა, და არა 1 წლის შემდეგ ,როგორც ეს ხდება თმის გადანერგვის ჩვეულებრივი ოპერაციების დროს. რა თქმა უნდა ეს შედეგი დროებითია, ვინაიდან გადანერგილი გრძელი თმა ცვივა ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ ამოსვლას იწყებს 2-3 თვიდან. პაციენტების ემოციური რეაქცია საბოლოო შედეგის დანახვასა და შეგრძნებაზე იმდენად პოზიტიურია, რომ წარმოადგენს დიდ სტიმულს მსგავსი ოპერაციების ჩატარებისათვის.

თმის გადანერგვის საბოლოო შედეგის წინასწარი დანახვის საშუალება არ წარმოადგენს გრძელი თმის გადანერგვის ერთადერთ უპირატესობას, მეთოდის დადებითი მხარეებია:

  • შედარებით შეუმჩნეველი პოსტოპერაციული პერიოდი, რაც მნიშვნელოვანია დატვირთული ცხოვრების გრაფიკის მქონე პაციენტებისათვის
  • გადანერგილი თმის ბუნებრიობის დაუყოვნებლივ დადასტურება როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.
  • თმის საბოლოო ზრდის უფრო ზუსტი განსაზღვრა გამოხატული პროცენტებში.
  • თმის გადანერგვის პროცედურაში პაციენტის მონაწილეობის გაზრდილი შესაძლებლობა.
  • იდეალური სიხშირის ინტერაქტიული განსაზღვრა დამაკმაყოფილებელი სიხშირის კონცეფციის გამოყენებით.
  • პაციენტის მიერ სადონორო რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობის გაცნობიერება, რათა მიღწეული იქნეს მაქსიმალურად კარგი შედეგი.

გრძელი თმის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და თმის ტრანსპლანტოლოგიის უახლეს მეთოდებს მოითხოვს. მსგავსი ოპერაციების ჩატარება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შეუძლიათ.

Long Hair transplantation process - before and after

თმის გადანერგვის შედეგები