
დღეს თმის გადანერგვის ბევრი მეთოდი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი თანამედროვე და ეფექტური მეთოდი DHI – თმის პირდაპირი იმპლანტაციაა. ეს სერვისი იდეალურ ბუნებრივ შედეგს იძლევა მცირე მაშტაბიანი ოპერაციების შემთხვევაში.
DHI ფაქტობრივად თმის გადანერგვის უნაკერო (FUE) მეთოდი-ს იდენტურია და ფოლიკულების სათითაოდ ამოღებასა და გადანერგვაზეა ორიენტირებული. მაგრამ, მათ შორის არის მცირე განსხვავება, სადაც ნათლად ჩანს თუ რატომაა DHI ყველაზე მცირედინვაზიური და თანამედროვე პროცედურა.
ისევე როგორც FUE მეთოდის დროს, DHI მეთოდის დროს არაა საჭირო ქირურგიული განაკვეთის გაკეთება. ქირურგი სპეციალური კალმისმაგვარი ხელსაწყოთი მუშაობს. ფოლიკულები სათითაოდ მოიპოვება სადონორო არეში და დამუშავების გარეშე პირდაპირ ინერგება სარეციფიენტო მიდამოში. ჩანერგვის პროცესში გრაფტები თავსდება სპეციალურ იმპლანტერებში, რომელთაც კალმის ფორმა აქვს, ის ღრუ ნემსითაა მოთავსებული კალამში და დაკავშირებულია მილთან და დგუშის მექანიზმთთან.
ჩანერგვის აღნიშნული მეთოდი ნაკლებ ტრამვულად ითვლება თმის ფოლიკულებისთვის. სადონორო მიდამოდან იღებენ სათითაო თმის ფოლიკულს და შემდეგ ის პირდაპირ სარეციფიენტო მიდამოში ინერგება. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას თმის ფოლიკულები მინიმალურ დროს ატარებენ არაბუნებრივ სივრცეში, შესაბამისად ითვლება რომ მათი სიცოცხლისუნარიანობა იზრდება.
ახალი მიდგომა ძალიან პრაქტიკულია და ოპერაციის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად არ ზრდის.
DHI – თმის პირდაპირი იმპლანტაციის უპირატესობები:
1. აღნიშნული მეთოდი შესაფერიასია მცირე მასშტაბის გადანერგვებისთვის ( 1500 გრაფტამდე)
2. ფოლიკულები ბევრად ნაკლებ დროს ატარებენ ქსოვილს გარეთ, რაც ჯანსაღი გადანერგვის საშუალებას იძლევა.
3. ვინაიდან, ჭრილობა ფაქტობრივად არ არის, მინიმალურია სისხლდენის რისკი.
4. ფოლიკულის კომპაქტური იმპლანტაცია უფრო მარტივად ხდება.
5. გადანერგვის შემდეგ იზრდება აღდგენის სიჩქარე.
6. შედეგი ბუნებრივი და მუდმივია.
7. ამ პროცედურის დროს არაა საჭირო უკვე არსებული თმის გადაპარსვა. ეს კარგი გამოსავალია ქალებისთვის, ვისაც არ სურთ თმის შეჭრა.
8. DHI მეთოდი არ აზიანებს უკვე არსებულ ფოლეკულებს.
რა ღრის DHI მეთოდით თმის გადანერგვა?
ერთი გრაფტის გადანერგვის ღირებულება შეადგენს 3 ლარს. თმის გადანერგვის პაკეტი კი მოიცავს:
✅ წინასაოპერაციო კონსულტაცია
✅ თმის გადანერგვის პროცედურა
✅ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური (PRP) მკურნალობა
✅ უვადო საგარანტიო სერთიფიკატს
✅ თანხის დაბრუნების გარანტია