სხეულიდან თმების გადანერგვა – BHT მეთოდი
სხეულიდან თმის გადანერგვის BHT მეთოდი საშუალებას იძლევა კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში დამატებითი თმის ფოლიკულები მოპოვებულ იქნეს სხეულის სხვადასხვა მიდამოებიდან. თმის ფოლიკულების მოპოვება შესაძლებელია წვერიდან, გულმკერდიდან, მხრებიდან, ფეხებიდან. BHT მეთოდი წარმოადგენს სხეულიდან ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სადონორო თმის ფოლიკულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება. აღნიშნული პროცედურა ნაჩვენებია მაღალი ხარისხის თმის ცვენის პაციენტებში, თმის გადანერგვის მაქსიმალური სიხშირის მისაღწევად სარეციპიენტო მიდამოში.
BHT მეთოდი წარმოადგენს ფოლიკულური ექსტრაქციის (FUE) მეთოდის ანალოგს, რომლის დროსაც გამოიყენება მცირე ზომის 0,6-0,8 მმ დიამეტის საექსტრაქციო ინსტრუმენტები, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით სადონორო არეში პრაქტიკულად არ რჩება არავითარი ნაწიბური.