გერმანულ კლინიკას კადრების მომზადება

გერმანულ კლინიკას კადრების მომზადება

ამა წლის 12 მარტს, კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი – სალომე ვადაჭკორია მიწვეულ იქნა ექიმ დარიუს ალამუტის მიერ გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მისი კადრებისათვის სასწავლო პროგრამის ჩასატარებლად.

დარიუს ალამუტის კლინიკა არის პირველი კლინიკა გერმანიაში, რომელმაც შეიძინა თმის გადანერგვის რობოტი ამ რეგიონში, რამაც გერმანელი ჟურნალისტების დიდი დაინტერესება გამოიწვია, სწორედ რობოტის დახმარებით ჩატარდა პირველი ოპერაციები ალამუტის კლინიკაში. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო კლინიკის არაჩვეულებრივ გუნდთან შეხვედრა, მუშაობა და მათთვის დახმარების აღმოჩენა, სასწავლო კურსმა და ოპერაციებმა ძალზედ წარმატებით ჩაიარა.

პრესის მხრიდან დიდი დაინტერესების გამო, ექიმმა ალამუტიმ ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც ჟურნალისტებს ჰქონდათ შანსი დასწრებოდნნენ ცოცხალი ოპერაციის მიმდინარეობას და საკუთარი თვალით ენახათ და შეეფასებინათ თუ როგორ მიმდინარეობს თმის გადანერგვის ოპერაცია რობოტის გამოყენებით, მეთოდმა დიდი დაინტერესება და აღიარება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშოროსო საზოგადოების მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ კონფერენციებზე ჩვენი კლინიკის ექიმები ხშირად ესწრებიან კომპანია არტასის პრეზენტაციებს- რობოტის გამოყენების შესახებ თმის, გადანერგვაში, ცოცხალი ოპერაციის დროს რობოტის მუშაობამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა.

რობოტის გამოყენება ფოლიკულური ექსტრაქციის ოპერაციების დროს გამორიცხავს ადამიანური დაღლის მომენტს და ასევე არაჩვეულებრივად ითვლის თმის ფოლიკულის მიმართულებას, შესაბამისად ხორციელდება სადონორო ზონის ოპტიმალური გამოყენება და ძალიან მცირე ზომის ინსტრუმენტები გამორიცხავს პოსტოპერაციული ნაწიბურების განვითარებას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ კლინიკა თალიზი ახლო მომავალში გაგმავს რობოტის შეძენას და ამ სერვისის შეთავაზებას საკუთარი მომხმარებლისათვის.