კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

Hair implant surgery clinic Talizi 20 year anniversary

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ.

იუბილეზე კლინიკამ 100-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს უმასპინძლა. მათი უმრავლესობა კლინიკის მოსწავლეები, მეგობრები და უცხოელი პარტნიორები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თმის კვლევის ასოციაციის ლიდერი წევრები. კლინიკა თალიზის დირექტორი – აკაკი წილოსანი დამსწრე საზოგადოების წინაშე ძალზედ საინტერესო მოხსენებით წარსდგა.

Hair clinic Talizi celebrates 20th anniversary

მან ისაუბრა კლინიკის 20 წლიან, გრძელ, მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და წარმატებით სავსე განვლილ გზაზე. კლინიკის სასწავლო პროგრამათა დეპარტამენტის უფროსმა- სალომე ვადაჭკორიამ მოხსენება გააკეთა ჩვენი კლინიკის, როგორც თმის გადანერგვის ინსტიტუტის წარმატებული გზის შესახებ და აუდიტორიას გააცნო წარმატებული კურსდამთავრებულები. მათი უმრავლესობა დღეისათვის ექსპერტია თმის გადანერგვაში. პროფესორ, იულია ოვჩარენკოს – უკრაინის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მოხსენება მიმოიხილავდა ანდროგენული ალოპეციის პაციენტთა მკურნალობის თანამედროვე კვლევებსა და მეთოდებს. ტატიანა სილუკმა – რუსეთის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა თმის გადანერგვის შედეგებზე პაციენტებში არაანდროგენული ალოპეციით. პროფესორ ნინო ლორთქიფანიძის – საქართველოს ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის გამოსვლა დაეთმო თმის გადანერგვის, როგორც თმის ცვენის მკურნალობის შემდგომ მეთოდად გამოყენების თემას.

ჩვენთვის ბედნიერება იყო ჩვენი კონფერენციის მთავარი მომხსენებლის, რამირო იანეს, მასპინძლობა. მან ჩვენს კლინიკაში გაიარა სასწავლო კურსი თმის გადანერგვაში, ჩვენი კლინიკის ბაზაზევე მოხდა კვალიფიკაციის ამაღლება და დღეს ის თავად ითვლება ექსპერტად თმის გადანერგვის სფეროში. მისი მოხსენება შეეხებოდა მიკრო კანულების გამოყენებას სხეულის თმის ექსტრაქციისას. ასევე დიდი პატივი იყო ჩვენთვის ექიმ ჯამილია პულატოვას მასპინძლობა კლინიკის საიუბილეო ვორკშოპზე. მან წარმოგვიდგინა სკალპის მიკროპიგმენტაციის ტექნიკა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

Clinic Talizi's 20 year anniversary - trichologist team

კლინიკამ იუბილესთან დაკავშირებით პარტნიორებისაგან და მეგობრებისაგან უამრავი საჩუქარი მიიღო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გახლდათ უკრაინის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის იულია ოვჩარენკოს საჩუქარი – კლინიკა თალიზის სახელობის ნამდვილი ვარსკვლავი ცაში.

კონფერენცია და ვორკშოპი დასრულდა ტრადიციული გალა ვახშმითა და დაჯილდოვების ცერემონიალით. საღამოს ამშვენებდა ქართული ტრადიციული ფოლკლორი, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე.

Clinic Talizi Director Dr. Akaki Tsilosani