(ISHRS) რიგით 29-ე საერთაშორისო კონფერენცია ლისაბონში

(ISHRS) რიგით 29-ე საერთაშორისო კონფერენცია ლისაბონში

20-23 ოქტომბერს ჩატარდა თმის აღდგენითი ქორურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რიგით 29-ე საერთაშორისო კონფერენცია ლისაბონში, პორტუგალია. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში ყოველწლიურ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას. როგორც წინა წლებში კლინიკა თალიზის გუნდმა მიიღო აქტიური მონაწილეობა კონფერენციის მსვლელობაში.

კონფერენციის გამხსნელ გენერეალურ სესიაზე, რომელიც მიძღვნილი იყო სამეცნიერო სიახლეებისა და ბიოლოგიური უახლესი მკურნალობის მეთოდებისადმი, კლინიკა თალიზის ექიმი, სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია წარსდგა მოხსენებით- “ თმის ღეროვანი უჯრედების სტიმულაცია პოლიკაპროლაქტონის სუბდერმალური იმპლანტებით ანდროგენული ალოპეციისა და ალოპეცია არეატას მქონე პაციენტებში.”

აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა კლინიკა თალიზის ბაზაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოების მხრიდან.