ალოპეცია: როგორ ავირიდოთ თმის ცვენა
ადამიანები არც ისე იშვიათად იტანჯებიან თმის ცვენისაგან – გამელოტებისაგან ან თმის შეთხელებისგან. ეს ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემების გარდაუვალი გვერდითი მოვლენაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და სწორ მკურნალობასთან ერთად თმის ცვენაც გაივლის. ალოპეციის შემთხვევაში, მდგომარეობით გამოწვეული დაზიანება შეიძლება მუდმივი აღმოჩნდეს.საშუალოდ დღის განმავლობაში ადამიანს 50-დან 100-მდე თმის ღერი სცვივა, მაგრამ გამელოტებული მიდამოები შეიძლება ბევრად სერიოზულზე მიანიშნებდეს. დაავადების განვითარება გენებთან, ავადობასთან და ასაკთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ ზემოთხსენებული პრობლემა გაქვთ, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს. თმაგაცვენილი ან შეთხელებული არეები შეიძლება ბევრად სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებაზე მიუთითებდეს. უმჯობესია დაუყოვნებლივ შეამოწმოთ თქვენი სიმპტომები, სანამ ის ალოპეციით გაუარესდება. ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ სიმელოტის მიზეზებს და სიმპტომებს, ასევე როგორ მოვიქცეთ და ვუმკურნალოთ მას.
რა არის ალოპეცია
ალოპეცია – როგორც სამედიცინო ტერმინი აღნიშნავს თმის ცვენას.ყველაზე ხშირად მამაკაცები, თუმცა ნებისმიერი შეიძლება იტანჯებოდეს თმის ცვენით მიუხედავად მისი ასაკისა და სქესისა. ზოგჯერ, შეიძლება სულ რამოდენიმე თმაგაცვენილი არე იყოს, როცა დანარჩენ შემთხვევებში სკალპზე ( ან რომელიმე დაზიანებულ არეზე) არსებული მთლიანი თმა გამქრალია. ალოპეცია სვადასხვანაირად ვლინდება, თითოეულს საკუთარი სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები აქვს.
ალოპეციის სახეები
ბუდობრივი ალოპეცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სკალპზე და ტანზე ჩნდება თმაგაცვენილი კერები. ასეთი აუტოიმუნური დარღვევის დროს ჩვენი იმუნური სისტემა თავს ესხმის ჯანსაღ უჯრედებს – თმას , განსაკუთრებით თავის ნაწილზე. მისგან თავიდან აცილების რამოდენიმე გზა არსებობს. თუ ბუდობრივი თმის ცვენა გაქვთ მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა საღებავები და ქიმიური თმის დამხვევები. ბუდობრივი თმის ცვენის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება კორტიკოსტეროიდული ინექციები დაზიანებულ კერებში შეყვანით.
ტელოგენური თმის ცვენა თმის ცვენის გამოწვევი ბევრი ფაქტორიდან ერთ-ერთს ჰორმონალური დისბალანსი წარმოადგენს რომელის ტელოგენურ თმის გაცვენის წინაპირობაა. თმის ფოლიკულის ბუნებრივი ზრდის ციკლის დარღვევის დროს ხდება – ხშირად სტრესის ან ემოციური ტრავმის დროს როცა არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი (ორსულობის დროს). ზოგჯერ ასეთი თმის ცვენა დროებით შეიძლება მშობიარობამაც გამოიწვიოს.
გამომწვევი ფაქტორის ყველაზე ხშირი მაგალითებია დიეტები წონაში სწრაფად დასაკლებად, მედიკამენტების (განსკუთრებით სტეროიდების, რომელსაც ათლეტები კუნთური მასის სწრაფად მოსამატებლად იღებენ ) გვერდითი მოვლენები, სხვადასხვა ემოციური სტრესი.
ტრაქციული ალოპეცია: მსგავსი ტიპის თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია ზედმეტად დაჭიმულ თმის ვარცხნილობას . ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც ატარებენ აწეულ თმას, ნაწნავებს ან აფრიკულ თმის ვარცხნილობას.
ანდროგენული ალოპეცია , ანდროგენული ალოპეცია დაკავშირებულია გენეტიკურ და ჰორმონალურ ფაქტორებთან და ზოგადად ჯანმრთელობასთან. სტრესი შეიძლება გახდეს თმის ცვენის პროგრესირების მიზეზი, მაგრამ დაავადების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია მამრობითი სქესის ჰორმონთან, ტესტოსტერონთან, უფრო სწორედ, მისი თავისუფალი ფორმის – დიჰიდროტესტოსტერონის ცირკულაციასთან ორგანიზმში. ის ახდენს გენეტიკურად მიდრეკილი თმის ფოლიკულების ენერგიის დაქვეითებას, სკალპზე თმის შეთხელებას და ბოლოს – მამაკაცური ტიპის თმის ცვენას (MPB). მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მას შეუძლია დეპრესიისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემების პროვოცირება.
თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები
ბევრი ადამიანი კარგავს თმას დღის განმავლობაში. საკმაოდ რთულია თმის ცვენასთან ყოველდღიური ბრძოლა. შეიძლება დაერთოს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი , როდესაც შესამჩნევია, რომ თავის ნახევარი ნაწილი მეტად მელოტდება ვიდრე მეორე. ეს კი სულ მცირე ზემოქმედებაა იმისა რაც შემდგომში სტრესისა და ნეგატიური ფიქრებისკენაა განვითარებადი.
ამ პარაგრაფში ჩვენ განვიხილავთ თმის ცვენის ყველაზე ხშირ მიზეზებს და თუ როგორაა დაკავშირებული ეს მიზეზები თმის ცვენასთან, ამიტომ თუ გაწუხებს თმის ცვენა ეს ინფორმაცია დაგეხმარება.
თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორები ქალებში:
თმის ცვენა ქალებში არც თუ ისე იშვიათია, ამის მიზეზები კი შეიძლება იყოს:
– მშობიარობა
– მენოპაუზა
– პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) – ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც იწვევს მენსტრუალური ციკლის, ფერტილობის და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს.
– სკალპის ინფექციები
– სტრესი
– სხვადასხვა მედიკამენტები
– ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
– სისხლის გამათხელებლები
– ანტიდეპრესანტები
– ბეტა-ბლოკერები – გულის ცემის სიხშირისა და წნევის მაკონტროლებელი მედიკამენტები.
თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორები მამაკაცებში:
თმის ცვენა კაცებში ქალებთან შედარებით უფრო ხშირია, რომელსაც უამრავი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
– გენეტიკა
– ასაკი
– ტესტოსტერონი
– ანაბოლური სტეროიდები – ნივთიერებები, რომლებიც ეხმარებათ სპორცმენებს კუნთური მასის გასაზრდელად, თუმცა ეს შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს.
– ბუდობრივი ალოპეცია
– სტრესი
– ფიზიკური ან ემოციური სტრესი – შეიძლება იყოს ტელოგენური თმის გაცვენის წინაპირობა ამ დროს თმის ფოლიკულების მოსვენების ფაზაში გადადიან და წყვეტენ ზრდას.
– ბეტა-ბლოკერები
– ანტიდეპრესანტები
– სისხლის გამათხელებლები – მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ინსულტს და გულის ინფარქტს.
– სიმსივნის მკურნალობა – ქიმიოთერაპია და რადიაცია
როგორ ავიცილოთ თავიდან თმის ცვენა
სიმელოტის მკურნალობა ან მისი მინიმუმამდე დაყვანის ბევრი გზა არსებობს:
– მოერიდეთ თმაზე ზედმეტი სიცხის მოხვედრას. ფენით გაშრობამ, თმის უთოთი გასწორებამ და დახვევამ შეიძლება დააზიანოს თქვენი თმა, თუ აუცილებელია მათი გამოყენება ეცადეთ გამოიყენოთ მშრალ თმაზე და მინიმალურ ტემპერატურაზე.
– დაიცავით თავი მზისგან. ულტრაიისფერი სხივებს შეუძლიათ თმის ფოლიკულების დაზიანება.გარეთ გასვლისას ატარეთ ქუდი. თავიდან აიცილეთ გამათეთრებლების და პეროქსიდების თმასთან მოხვედრა.
– ფრთხილად მოუარეთ თმას. მისი ზედმეტად უხეშად დავარცხნა ან მოჭერილი რეზინის ტარება აზიანებს თმის ძირებს. დაბანის დროს სკალპი ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით არ გამოიყენოთ ფრჩხილები.
– დარწმუნდით რომ დაბალანსებულად იკვებებით . კვება არასაკმარისი ცილების , რკინის, თუთიის და ბიოტინის დროს იწვევს თმის ცვენას. მიირთვით ბევრი უცხიმო ხორცი, მუქი მწვანე ფოთლები,თხილეული და მცენარის თესლი, რომ დარწმუნებული იყოთ მიიღებთ საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს..
– თუ ეწევით მოწევისთვის თავის დანებება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ზოგადად თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიგარეტის მოწევა ანელებს სისხლის დინებას სკალპზე და ზელს უწყობს ფოლიკულების დაზიანებას.
-შეამცირეთ სტრესი . სტრესს შეუძლია თმის ცვენის გამოწვევა, ამიტომ აუცილებელია მოდუნდეთ და სტრესი მაქსიმალურად შეამციროთ. შეგიძლიათ დაკავდეთ იოგათი, მედიტაციით , ან არომათერაპიით. ასევე შეგიძლიათ გაესაუბროთ ფსიქოლოგს (თუ საჭიროება ამას მოითოვს).
ცვენის და სიმელოტის მკურნალობა
თმის ცვენის მკურნალობის მრავალი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი პოპულარული სამკუნალო საშუალებაა მინოქსიდილი, რომელიც გამოდის როგორც ადგილობრივი გამოყენების, ასევე პერორალური ფორმით. კვლევებმა აჩვენა, რომ მინოქსიდილი ეფექტურია თმის ზრდის სტიმულირებისთვის როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
კიდევ ერთი სამკურნალო საშუალებაა ფინასტერიდი, მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და დამტკიცებულია FDA-ს (Food and Drug Administration). სწორედ მისი საშალებით შეიძლება ეფექტურად სიმელოტის მკურნალობა. მედიკამენტების გარდა, დაბალი დონის ლაზერული თერაპია (LLLT) ასევე რეკომენდებულია FDA-ს მიერ, თმის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. LLLT იყენებს სინათლის ენერგიას ფოლიკულების სტიმულირებისთვის და მათი ზრდის ხელშესაწყობად.
თმის გადანერგვა კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალია. ეს პროცედურა დაგეხმარებათ დაზიანებული ადგილების აღდგენაში, სადაც თმა თხელდება ან საერთოდ გამქრალია. თმის გადანერგვის შედეგი ძალიან ბუნებრივია და პროცედურა სულ უფრო პოპულარული ხდება.
თუ გაწუხებთ ალოპეცია, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი. თმის ცვენა ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების სერიოზული ნიშანია. გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს კანის დაავადებებიც.
თმის გადანერგვა – საუკეთესო გამოსავალი
თმის გადანერგვის კლინიკა სპეციალიზებულია სიმელოტის სამკურნალოდ და შეუძლია საუკეთესო შედეგები უზრუნველყოს პაციენტებისათვის.
ბევრი მიზეზია იმისა, რატომ უნდა აირჩიოთ კლინიკა. პირველ რიგში ისინი იყენებენ უახლეს ტექნოლოგიას და დახვეწილ ტექნიკას. ეს ნიშნავს ყველა შესაძლებლობიდან საუკეთესო შედეგს.
გარდა ამისა, კლინიკის პერსონალს აქვს დიდი გამოცდილება და უნარები თმის გადანერგვაში.
მესამე მიზეზი არის ის, რომ კლინიკები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ იპოვოთ თმის გადანერგვის სერვისი, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს და ბიუჯეტს. სწორად შეარჩიეთ თმის კლინიკა თქვენი თმის გადანერგვისთვის და დარწმუნებული იქნებით, რომ საუკეთესო შედეგს მიიღებთ.
მნიშვნელოვანია აირჩიოთ კლინიკა, რომელსაც აქვს საჭირო გამოცდილება და დოკუმენტირებული ისტორია. გარდა ამისა, საუკეთესო თმის კლინიკები მჭიდროდ თანამშრომლებენ პაციენტებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი კმაყოფილი იქნებიან თავიანთი შედეგებით.
თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი გთავაზობთ თმის გადანერგვის ყველაზე მოწინავე სერვისს, რომელიც დაფუძნებულია დიდ გამოცდილებასა და უახლეს ტექნოლოგიებზე.
როგორ გავუმკლავდეთ თმის ცვენით გამოწვეულ ემოციურ ეფექტს
თმის ცვენის ემოციურ შედეგებთან გამკლავების მრავალი გზა არსებობს. შეიძლება გამოგადგეთ თქვენს ექიმთან, ფსიქოთერაპევტთან ან ალოპეციის მქონე დამხმარე ჯგუფთან საუბარი.მოძებნოთ შესაფერისი პარიკი ან შეიცვალოთ თმის ვარცხნილობა. ეს არ არის ძალიან რთული, თქვენ მარტო არ ხართ. არსებობს უამრავი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს და იგრძნოთ თავი უფრო თავდაჯერებულად.
მნიშვნელოვანია ექიმს რაც შეიძლება მალე მიმართოთ. ალოპეციის მრავალი განსხვავებული მიზეზი და ტიპი არსებობს და რაც უფრო ადრე დაუსვამთ დიაგნოზს და დაიწყებთ მკურნალობას, მით მეტია თქვენი თმის შენარჩუნების შანსი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ალოპეციის ერთგვარი სამუდამოდ განკურნება, არსებობს მკურნალობის მრავალი ვარიანტი. ზოგიერთი ადამიანისთვის ტრანსპლანტაცია შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი, ზოგისთვის კი შეიძლება მედიკამენტებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით შეფერხდეს თმის ცვენა.
აირჩიეთ აპრობირებული თმის კლინიკა, რომელიც გთავაზობთ ყველასათვის ხელმისაწვდომ კონსულტაციას, რომ გაიგოთ, რას უნდა ელოდეთ პროცედურისგან. დაუკავშირდით თალიზის გუნდს თმის გადანერგვისთვის და აუცილებლად მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.