სახეზე წვერის ცვენა – რა უნდა იცოდე

სახეზე წვერის ცვენა – რა უნდა იცოდე

გიყვართ თქვენი წვერი, მაგრამ შენიშნეთ, რომ ის ისეთი ხშირი აღარ არის, როგორც ადრე? გაშინებთ მისი მთლიანად დაკარგვა? თუ ასეა, თქვენ მარტო არ ხართ. წვერის ალოპეცია საკმაოდ გავრცელებულია და გავლენას ახდენს ყველა ასაკის მამაკაცზე და  მათ თვითშეფასებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

რა არის წვერის ალოპეცია?

ეს არის  თმის ცვენის ერთ-ერთი ტიპი. ამ ტიპის თმის ცვენას ახასიათებს ბუდობრივი ან სრული სიმელოტე დაზიანებულ არეზე. მიუხედავად იმისა, რომ წვერის ალოპეცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ის შეიძლება ემოციურად დამღუპველი  იყოს მამაკაცისთვის. გარდა ამისა, დაავადება  ართულებს ფოლიკულების ზრდასა და შენარჩუნებას.

რა იწვევს სახიდან წვერის კარგვას?

სახეზე თმის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება შეაფერხოს. თმამ შესაძლოა მუდმივად შეწყვიტოს ზრდა ტრავმის, დამწვრობის, ქირურგიული ჩარევის ან სხვა ფაქტორების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შესაძლოა სპონტანურად გაიზარდოს. სხვა შემთხვევებში სახის სიმელოტე მუდმივია.

 ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ჰორმონალური დისბალანსი: ითვლება, რომ სახის ალოპეცია კავშირშია ჰორმონალურ და იმუნურ პროცესებთან. ამ  დროს ადამიანის იმუნიტეტი თავს ესხმის ფოლიკულებს და იწვევს თმის ცვენას. მიუხედავად იმისა, რომ წვერის თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, ერთ-ერთი ხშირი ფაქტორია ტესტოსტერონის დაბალი დონე. ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია მამაკაცური მახასიათებლების განვითარებასა და შენარჩუნებაზე და დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რიგი პრობლემები, მათ შორის წვერის ალოპეცია.
  • სამედიცინო მდგომარეობა: არსებობს გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვერის დაკარგვა, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ან აუტოიმუნური დაავადებები.
  • გენეტიკა: ამ მდომარეობის განვითარებაში გენეტიკა დიდ როლს ასრულებს. ეს მდგომარეობა ხშირად აწუხებთ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სიმელოტის ოჯახური ისტორია. ალოპეცია არეატა, აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სიმელოტეს, ასევე ამ დაავადების გამოწვევის შესაძლო მიზეზია.
  • სტრესი: მიუხედავად იმისა, რომ ალოპეცია ბარბეს ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთი რამ უდავოა: სტრესს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მის განვითარებში. სტრესის დროს  სხეული გამოყოფს დიდი რაოდენობით ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც  ხელს უშლის ფოლიკულების ზრდას. შედეგად შეიძლება წვერი შეთხელდეს ან თუნდაც სრულად გამელოტდეს.
  • ასაკი: ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცებმა შეიძლება შეამჩნიონ სახეზე თმის თანდათანობით შეთხელება. ეს ნორმალურია და ჩვეულებრივ არ არის შეშფოთების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ  ასაკის მატებასთან ერთად  ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება უფრო მკვეთრად შეუთხელდეს წვერი, უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს.

ალკოჰოლი და არაჯანსაღი საკვები

წვერის ცვენა და სახიდან ფოლიკულების დაკარგვა

ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ იცოდით, რომ ამან შეიძლება გამელოტებაც გამოიწვიოს? ჭარბი მოხმარებისას ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც იწვევს ალოპეციას, მათ შორის:

დეჰიდრატაცია: ალკოჰოლი არის დიურეტიკი, რაც ნიშნავს, რომ ის აძლიერებს შარდის გამოყოფას და იწვევს დეჰიდრატაციას. დეჰიდრატაცია იწვევს კანის სიმშრალეს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფოლიკულების დაზიანება და ცვენა.

A ვიტამინის დეფიციტი: ძალიან ბევრი ალკოჰოლის მოხმარება  ხელს უშლის ორგანიზმს A ვიტამინის საკმარისი რაოდენობით ათვისებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშრალი, მტვრევადი თმა, რომელიც უფრო მიდრეკილია დაზიანებისკენ.

ღვიძლის დაზიანება: ღვიძლი პასუხისმგებელია ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე და სისხლის მიმოქცევიდან ტოქსინების გამოდევნაზე. როდესაც ღვიძლი ზიანდება, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით, ის ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ და იწვევს სისხლში ტოქსინების დაგროვებას, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმელოტე.

წვერის ცვენა ალკოჰოლის გარდა არაჯანსაღ საკვებსაც შეუძლია. არაჯანსაღი საკვების მიერ თმის ცვენის გამომწვევი ზოგიერთი გზაა:

ცუდი სისხლის მიმოქცევა: არაჯანსაღი საკვები, რომელიც გაჯერებულია ცხიმებითა და ქოლესტერინით, ბლოკავს არტერიებს და ხელს უშლის სათანადო სისხლის მიმოქცევას. შედეგად თმის ფოლიკულებს აღარ მიეწოდება ჯანსაღი ზრდისთვის საჭირო სასიცოცხლო საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი.

ჰორმონალური დისბალანსი: არაჯანსაღ საკვებს შეუძლია  ჰორმონალური დისბალანსის გამოწვევაც ორგანიზმში, შედეგად თავისუფალი ტესტოსტერონის დონის მატება. ითვლება, რომ დიჰიდროტესტოსტერონის მაღალი დონე ხელს უწყობს მამაკაცის სიმელოტეს.

თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წვერი, მნიშვნელოვანია შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება და იკვებოთ დაბალანსებული, ჯანსაღი ნივთიერებებით სავსე საკვებით. ამით თქვენ მიაწვდით თქვენს ორგანიზმს ოპტიმალური ზრდისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს.

როგორ ვუმკურნალოთ სახეზე თმის ცვენას?

თუ თქვენ ზემოხსენებული პრობლემა გაქვთ, არსებობს მკურნალობის რამდენიმე საშულება  სრული ალოპეციის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი ვარიანტია წვერის გადანერგვა, რომელიც  ქირურგიული პროცედურაა და გულისხმობს ფოლიკულის აღებას სკალპის ერთი უბნიდან და გადანერგვას სახის არეში, სადაც თმა თხელდება ან იკლებს. ერთ-ერთი ვარიანტია მედიკამენტიც, რომელიც დაგეხმარებათ შეანელოთ ან შეაჩეროთ თმის ცვენის პროგრესირება.

წვერის გადანერგვა

წვერის გადანერგვა ხდება 1-4 ფოლიკულისგან შემდგარ ჯგუფად, სახელწოდებით „ფოლიკულური ერთეულები“, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი შედეგის შექმნას. თავად ოპერაციას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 2 კვირაა.

გადანერგვა შესაძლოა წვერის ცვენის ეფექტური სამკურნალო მეთოდია, თუმცა აქვს გარკვეული რისკები, როგორიცაა ინფექცია და მცირე ნაწიბურები თავზე (იხილეთ, როგორ ვუმკურნალოთ ნაწიბუროვანი სკალპის ზონას). მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა შედარებით ახლად დანერგილი პროცედურაა,   აქვს წარმატების მაღალი მაჩვენებლები.

მედიკამენტი

სახეზე თმის ცვენის სამკურნალოდ გამოიყენება ორი სახის მედიკამენტი: მინოქსიდილი და ფინასტერიდი. მინოქსიდილი არის ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სკალპზე დღეში ორჯერ და ხელს უწყობს ფოლიკულების ზრდას. ფინასტერიდი არის პერორალური მედიკამენტი, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ და ის აინჰიბირებს დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) გამომუშავებას ორგანიზმში. ორივე, მინოქსიდილი და ფინასტერიდი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ამ დაავადებისთვის, თუმცა შედეგისთვის საჭიროა მათი თანმიმდევრული გამოყენება. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული პოტენციური გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ორივე მედიკამენტთან, ესენია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა.

უმჯობესია გაიაროთ  კონსულტაცია  თქვენს ექიმთან, თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის დასაგეგმად.  თმის გადანერგვის ცენტრი თალიზი თმის ცვენისთვის გთავაზობთ როგორც მედიკამენტურ, ასევე ქირურგიულ (გადანერგვის) მკურნალობას. თალიზის ექიმები სიამოვნებით მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას პროცედურებზე და უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.