თალიზი – პირველი თმის გადანერგვის კლინიკა საქართველოში
თუ თქვენ ეძებთ თმის გადანერგვის კლინიკას საქართველოში, თალიზი წარმოადგენს პირველ სპეციალიზირებულ დაწესებულებას ამიერკავკასიაში თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში, 24 წლიანი გამოცდილებით.
კლინიკა გთავაზობთ გადანერგვის უახლეს მეთოდებს, როგორებიცაა:
- თმის პირდაპირი იმპლანტაცია DHI მეთოდი
- ფოლიკულური ექსტრაქციის FUE მეთოდი
- გრძელი თმის გადანერგვის მეთოდი
- კლასიკური ზონრის მეთოდი
- წვერის გადანერგვა
- წარბის გადანერგვა
ჩვენი გამოცდილი ქირურგები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას და შეგირჩევენ მკურნალობის გეგმას საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
პაციენტების უმრავლესობა მტკივნეულად და ემოციურად აღიქვამს ალოპეციას პრობლემას. საბედნიეროდ, თალიზის გამოცდილი ექიმები დაგიბრუნებენ დაკარგულ თმას და თავდაჯერებულობას.
გზამკვლევი: რაუნდავიცოდეთ თმის გადანერგვის შესახებ
ოპერაციისთვის საჭიროა სამი მთავარი საფეხურის გავლა, ესენია: წინასაოპერაციო კონსულტაცია, ოპერაცია და პოსტოპერაციული მკურნალობა. პირველ რიგში პაციენტს უტარდება შესაბამისი დიაგნოსტირება, ასევე დატალურად განიხილება მკურნალობის სქემა და ეძლევა რეალისტური ინფორმაცია, თუ რას უნდა ელოდოს მკურნალობის განმავლობაში.
ოპერაციის დღეს ტრანსპლანტაციის პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ ოთხ საათს შეადგენს. პროცესი არის მაქსიმალურად კომფორტული და სრულიად უსაფრთხო, ჩვენი ქირურგები იყენებენ დღეისათვის არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და აღჭურვილობას.
პირველი ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია გადანერგილი თმის სწორი მოვლა. გარდა სპორტული აქტივობების თავიდან არიდებისა, პაციენტს ეძლევა დაწვრილებითი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოუაროს გადანერგილ ძირებს პოსტოპერაციულ პერიოდში.
თმის გადანერგვის ოპერაციული და არაქირურგიული მეთოდები
არსებობს თმის ცვენის მკურნალობის ქირურგიული და არა ოპერაციული მეთოდები.
ოპერაციული ჩარევის დროს სადონორო ფოლიკულები მოიპოვება პერმანენტული სადონორო ზონიდან – კეფის მიდამოდან და ინერგება თმაგაცვენილ ადგილში.
მეორეს მხრივ, არაქირურგიული მკურნალობის დროს გამოიყენება ძირების ზრდის მასტიმულირებელი მედიკამენტები და ასევე საინექციო საშუალებები.
ალოპეციის მკრუნალობის ოპერაციულ მეთოდი მოიაზრებს დაკარგული თმის ძირების ჩანაცვლებას ახალი ჯანმრთელი ძირებით. ზემოთ აღწერილი შედეგის მისაღებად ფოლიკულები ინერგება სკალპის ერთი მიდამოდან მეორე მიდამოში.
7 მნიშვნელოვანი საკითხი თმის ტრანსპლანტაციის შესახებ
- გადანერგვა არის ანდროგენული ალოპეციის პრობლემის პერმანენტული მოგვარების გზა
- მცირედინვაზიური პროცედურა
- წარმატებით გამოიყენება ისევე როგორც მდედრობით ასევე მამრობითი სქესის პაციენტებში
- არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ეტიოგენეზის სიმელოტის პრობლემის მოსაგვარებლად
- წარმოადგენს სიმელოტის დაძლევის ეფექტურ საშუალებას
- ეხმარება პაციენტებს თავდაჯერებულობის დაბრუნებაში
- უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, რომელიც წარმატებით გამოიყენება ათწლეულების განმავლობაში
რატომ უნდა გადაინერგოთ თმა?
ის წარმოადგენს მეტად პოპულარულ და აპრობირებულ გზას დაკარგული ფოლიკულების დასაბრუნებლად.
ამ დაავადების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, ასეთებია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ტრამვები და ნაწიბურები.
სიმელოტის გამომწვევ მიზეზად ყველაზე ხშირად გვევლინება ალოპეცია, არსებობს ალოპეციის მრავალი სახეობა, მათ შორის გამოარჩევენ ალოპეციის 5 ძირითად სახეს.
ანდროგენეტიკური ალოპეცია: სიმელოტის ყველაზე ხშირი მიზეზი, ძირითადად გვხვდება მამაკაცებში. ამიტომაც ამ სახის ალოპეციას მამაკაცური ტიპის თმის ცვენასაც უწოდებენ. ანდროგენეტიკური ალოპეცია მდედრობითი სქესის პაციენტებშიც გვხვდება, თუმცა შედარებით იშვიათად. აღნიშნული ტიპის დაავადება ძირითადად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით, ჰორმონალური ცვლილებებით ორგანიზმში ასევე ტრიგერად შესაძლოა მოგვევლინოს სხვა ხელშემწყობი დაავადებები.
ალოპეცია არეატა: იგივე ბუდობრივი ალოპეცია განპირობებულია აუტოიმუნური ფაქტორებით – გარკვეული სტრესული ფაქტორების მიერ გამოწვეული იმუნური პასუხი, რომლის დროსაც ორგანიზმის დამცველი უჯრედები უტევენ საკუთარ ფოლიკულებს. ხშირ შემთხვევაში დროული მკურნალობით შესაძლებელია დაზიანებული ძირების აღდგენა.
ტელოგენური თმის ცვენა: ალოპეციის ფორმა, რომლის დოსაც გარკვეული ფაქტორების გავლენით როგორებიც შეიძლება იყოს სტრესი, ფეხმძიმობა, ოპერაციები გარკვეული მედიკამენტები ან მძიმე დაავადებები, თმის ძირები დიფუზურად აჩერებენ ზრდის ფაზას და გადადიან მიძინების ფაზაში.
ანაგენური თმის ცვენა: გვხვდება მაშინ როდესაც თმის ძირები ზიანდება აქტიური ზრდის ფაზაში. დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა ფაქტორებმა, როგორიც არის სხივური ან ქიმიო თერაპიები, ასევე გარკვეული სამკურნალო მედიკამენტები ან მექანიკური, თერმული დაზიანებები.
ტრაქციული ალოპეცია: პროფესიული სიმელოტე, რომელიც უმეტესად გამოწვეულია მჭიდრო ვარცხნილობებით, ხშირია მსახიობებსა და მოცეკვავეებში. ძლიერი მოქაჩვა აზიანებს ფოლიკულებს და იწვევს ტრაქციულ ალოპეციას. უფრო მეტად ვხვდებით ქალბატონებში, რომლებიც ატარებენ მჭიდროდ შეკრულ თმას ან აფრიკულ ნაწნავებს.
რა სახის ცვენაც არ უნდა გაწუხებდეთ, როგორც წესი დროული მკურნალობა ეფექტურია. ოპერაციული მკურნალობა განკუთნვილია უკვე დაკარგული ძირების აღდგენისთვის, ხოლო არაოპერაციული მკურნალობა გამოიყენება დაავადების საწყის ეტაპზე ცვენადი ფოლიკულების გასაჯანსაღებლად და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.
თალიზის ექიმების გუნდი კლინიკაში მოგაწვდით უმაღლესი ხარისხის მომსახურებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
დაჯავშნეთ კონსულტაცია ექიმთან რათა გაიგოთ რომელი გადანერგვის მეთოდი არის საუკეთესო თქვენს შემთხვევაში.
სამედიცინო ტურიზმი: იმოგზაურეთ საქართველოში და დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები
მას შემდეგ რაც თმის გადანერგის ოპერაციამ მოიპოვა მეტი პოპულარობა, სამედიცინო ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა, პაციენტთა უმეტესობა ამჯობინებს მოგზაურობას მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
საქართველო იკავებს წამყვან პოზიციას სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით თმის გადანერგვის და ესთეტიკური მედიცინის სფეროში.
თალიზი გთავაზობთ სრული მომსახურების პაკეტს იმ პაციენტებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩასატარებლად.
მომსახურების პაკეტი მოიცავს აეროპორტის ტრანსფერს, სასტუმროში განთავსებას, ძველი ქალაქის ტურს თბილისის ისტორიულ უბნებში, ასევე დღის ტური ეწყობა ძველ დედაქალაქ მცხეთაში, ულამაზესი ხედებით ისტორიულ ქალაქზე, ულამაზესი ჯვრის მონასტრიდან, რომელიც შესულია იუნესკოს დაცული მსოფლიო მემკვიდრეობის უძველესი ძეგლების სიაში. მცხეთის შემდეგ სტუმრები ათვალიერებენ თბილისის ისტორიულ გოგორდის აბანოებს, ტკბებიან ხედებით მთაწმინდიდან, ტურის ბოლოს პაციენტებს მასპინძლობენ ქართული ღვინის და სამზარეულოს დეგუსტაციის ვახშამზე.
თმის გადანერგვის ფასები
ოპერაცია საქართველოში მეტად ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებთან შედარებით. თმის გადანერგვის ოპერაციის ღირებულება იწყება 2500 ლარიდან, ფასი დამოკიდებულია გადანერგილი ფოლიკულების რაოდენობაზე.
ერთი გრაფტის გადანერგვის ღირებულება გადანერგვის მეთოდის მიხედვით.
- უნაკერო FUE მეთოდი -2 ლარი
- DHI მეთოდი-2 ლარი
- გრძელი თმის გადანერგვა -2,5 ლარი
- ზონრის FUT მეთოდი -1 ლარი
- ტრიქოპიგმენტაცია 2000 ლარი
- წარბის გადანერგვა 2000 ლარი
- წვერის გადანერგვა 3000 ლარი
- პლაზმოლიფტინგის პროცედურა 200 ლარი
- მეზოთერაპია 150 ლარი
ფასდაკლების პაკეტები
30%-50% ფასდაკლების აქციებს გარკვეულ დღესასწაულებზე და ასევე ოპერაციის მაშტაბიდან გამომდინარე.
თმის გადანერგვის სასწავლო პროგრამა
მათთვის ვინც დაინტერესებულია ტრანსპლანტაციით, უკვე 10 წელზე მეტია თმის გადანერგვის კლინიკა თბილისში თალიზი გთავაზობთ სასწავლო პროგრამას ექიმებისთვის და ქირურგის ასისტენტებისთვის. ტრენინგი მორგრბულია ისევე როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ასევე გამოცდილი ექიმებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
სრული თმის გადანერგვის კურსი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ასპექტს თანამედროვე თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში. დაწყებული ფუნდამენტალური საბაზისო თემებიდან, სკალპისა და ფოლიკულების ანატომიიდან უახლეს ტექნოლოგიებამდე. თავის მხრივ ეს მეთოდები წარმატებით გამოიყენება წამყვანი კლინიკების მიერ.
კურსი ტარდება მაღალკვალიფიციური ქირურგების მიერ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაესწრონ თმის, წარბის და წვერის გადანერგვის ოპერაციების ყველა ეტაპს, რომლებიც ტარდება უახლესი კომბინირებული მეთოდებით.
თუ გინდათ შეისწავლოთ თმის გადანერგვა წამყვანი სპეციალისტებისგან და მიიღოთ ამომწურავი გამოცდილება ამ სფეროში ან აიმაღლოთ უკვე არსებული კვალიფიკაცია დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამა.