თმის გადანერგვა: თმის ცვენასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები

თმის გადანერგვა: თმის ცვენასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები

თმის გადანერგვა წარმოადგენს სიმელოტის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს. გადანერგვის ოპერაცია კეთდება სრულიად თმაგაცვენილ ზონაში, სადაც ფოლიკულები უკვე გაცვენილია ან დაზიანებულ მიდამოში, სადაც სიხშირე შემცირებულია.

რა არის თმის გადანერგვა და როგორ მუშაობს?

გადანერგვა წარმოადგენს ჯანსაღი ფოლიკულების გადატანას (აუტოტრანსპლანტაციას)  პერმანენტული სადონორო ზონიდან შეთხელებულ ზონაში. აღნიშნული ოპერაცია ტარდება დაკარგული ფოლიკულების აღსადგენად, ოპერაციის დროს ქირურგი კეფის ან სხვა სადონორო მიდამოში მოიპოვებს ჯანმრთელ ფოლიკულებს და ნერგავს შეთხელებულ ზონაში. რის შედეგადაც მიიღება აბსოლუტურად ბუნებრივი ესთეტიური შედეგი, ისევე როგორც თმის ხაზის, ასევე სხვა დაზიანებულ მიდამოებშიც.

 გადანერგვის 11 დადებითი მხარე

  1. ალოპეციის პრობლემის პერმანენტული მოგვარება- ტრანსპლანტაცია გვაძლევს ეფექტურ შედეგს, გადანერგილი თმა მუდმივად იზრდება და არ ცვივა.
  2. გვიბრუნებს თავდაჯერებულობას- ბევრი ადამიანი, ვინც ტრანსპლანტაცია საკუთარ თავზე გამოსცადა აღნიშნავს ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარებას, რადგანაც მათ აღარ უწევთ ალოპეციაზე ნერვიულობა.
  3. სწრაფი და მარტივი პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი- როგორც წესი პოსტოპერაციული პერიოდი არის ხანმოკლე, მინიმალური დისკომფორტის შემცველი და უმეტესობა პაციენტების მალევე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
  4. აუმჯობესებს თმის სიხშირეს- შეგიძლიათ დაიბრუნოთ დაკარგული იერი, უფრო ხშირი და ძლიერი თმა.
  5. ტრანსპლანტაცია აღადგენს დაკარგულ ფოლიკულებს – მოიცავს ყველა იმ მიდამოს სადაც ცვენის შედეგად სიხშირე შემცირდა სხვადასხვა მიზეზით მიღებული ტრამვის შედეგად.
  6. ბუნებრივი შედეგი – რადგანაც თმის  ფოლიკულები ინერგება თქვენივე სადონორო არიდან, მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი გარანტირებულია!
  7. ტრანსპლანტაცია გვეხმარება თავდაჯერებულობის ამაღლებაში- ალოპეცია უმეტეს პაციენტებში სტრესის წყაროა, რის გამოც ჩნდება რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები, დაკარგული თმის აღდგენა კი ყველა ამ პრობლემას მარტივად აგვარებს და გვიბრუნებს დაკარგულ თავდაჯერებულობას.
  8. უსაფრთხო და მინიმალური რისკის ან გართულების შემცველი პროცედურა.
  9. მარტივი პოსტოპერაციული მოვლა – გადანერგილი თმა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
  10. შესაძლებელია გადანერგვის პროცედურის ჩატარება სხვა პროცედურებთან კომბინაციაში, როგორებიცაა პლაზმოლიფტინგი და მეზოთერაპია.
  11. ხელმისაწვდომობა- ოპერაცია ხელმისაწვდომია შეღავათიან ფასებში.

თმის გადანერგვის მეთოდები

არსებობს რამდენიმე თმის გადანერგვის მეთოდი: ზონრის, უნაკერო, სხეულიდან და DHI ტიპები.

მრავალი ადამიანისთვის თმის ცვენა წარმოადგენს სამწუხარო რეალობას, რაც ხშირად დეპრესიის და ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. საბედნიეროდ, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა თმის ტრანსპლანტაციის მეშვეობით უკვე გაცვენილი ძირების აღდგენა. რაც შეეხება არჩევანს, თუ როგორი სახის მკურნალობა ან რომელი მეთოდია უკეთესი, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. პაციენტის ასაკზე, თმის ხარისხსა და სიხშირეზე, პაციენტის სურვილზე და ასე შემდეგ. დღეისათვის თმის გადანერგვის ოპერაცია წარმოადგენს ალოპეციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდს თმის ბუნებრივი ვარცხნილობის დასაბრუნებლად.

უნაკერო FUE მეთოდი

უნაკერო ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი წარმოადგენს თმის გადანერგვის მცირედ ინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც სადონორო თმის ძირები სათითაოდ, ნაკერებისა და განაკვეთების გარეშე მოიპოვება სადონორო არედან. პროცედურა მოიცავს კეფის არეში თმის ძირების მოპოვებას და ჯანმრთელი თმის ძირების გადანერგვას თმაგაცვენილ ზონაში. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სახის თმის ცვენის პრობლემების სამკურნალოდ, მაგალითად როგორებიცაა გენეტიკური ტიპის თმის ცვენა, პოსტრამვული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები, ქიმიოთერაპიის შემდგომი თმაგაცვენილი უბნები. 

მეთოდის უმთავრესი უპირატესობაა პორიცედურის მცირედინვაზიურობა და მინიმალური პოსტოპერაციული ნაწიბურების განვითარება, რაც აბსოლუტურად შეუმჩნეველია.

თმის გადანერგვის ოპერაციული მეთოდის შერჩევისას, მნიშვნელოვანია პაციენტზე ზუსტად მორგებული პროცედურის შერჩევა. ფოლიკულური ექსტრაქციის FUE მეთოდს ირჩევენ პაციენტები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი, მინიმალური პოსტოპერაციული ნაწიბურების განვითარებით. ასევე აღსანიშნავია პროცედურის მარტივი მიმდინარეობა, ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე 3-5 საათს შეადგენს.

ზონრის მეთოდი

ზონრის მეთოდი წარმოადგენს თმის გადანერგვის ქირურგიულ მეთოდს, რომელიც მოიცავს კეფის სადონორო მიდამოში თმის ღერების შემცველი კანის ზონრის მოპოვებას და აღნიშნული ზონრის პრეპარირებას სათითაო თმის ფოლიკულურ გაერთიანებებად- გრაფტებად.

 ზონრის მეთოდი ტრანსპლანტაციის კლასიკური მეთოდია, რომელიც წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ოქროს სტანდარტად, თუმცა ბოლო წლებში ლიდერი პოზიცია აღნიშნულმა მეთოდმა დაკარგა და ის ჩაანაცვლა ახალმა, თმის გადანერგვის მცირედინვაზიურმა უნაკერო -ფოლიკულური ექსტრაქციის FUE მეთოდმა.

 თუ თქვენ  ზონრის მეთოდს შეარჩევთ, პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმ ტრანსპლანტოლოგთან, რათა დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული მეთოდი თქვენთვის შესაფერისია. შემდეგ უნდა შეარჩიოთ კლინიკა, რომელსაც გააჩნია მაღალი რეპუტაცია და გამოცდილება ამ სფეროში. ვინაიდან არაკვალიფიციური გუნდის მიერ ჩატარებული ოპერაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან.

DHI მეთოდი

თმის პირდაპირი იმპლანტაციის მეთოდი, ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდის სახეცვლილებაა,  რომლის დროსაც კეფის არეში მოპოვებული თმის ღერები დაუყოვნებლივ ინერგება სარეციპიენტო მიდამოში. მეთოდის ძირითადი უპირატესობა ფოლიკულების სწრაფი ტრანსპლანტაციაა- ანუ მოპოვებული ფოლიკულების ბუნებრივ გარემოში სწრაფი დაბრუნება. პირდაპირი იმპლანტაციის მეთოდი შესაფერისია იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც სჭირდებათ მცირემასშტაბიანი პროცედურა, მცირე რაოდენობის ფოლიკულების გადანერგვით. აღნიშნული მეთოდის გამოყენება მისაღებია ისევე როგორც მამაკაცებში ასევე ქალბატონებში, რომელთაც ესაჭიროებათ მცირედი კორექცია.

BHT მეთოდი

სხეულიდან თმის გადანერგვის მეთოდი გამოიყენება სხეულის სხვადასხვა მიდამოებიდან ფოლიკულების გადასანერგად იმ პაციენტებში, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი სადონორო ღერების მარაგი კეფის მიდამოში თმაგაცვენილი მიდამოს სრულად დასაფარად.

 ზემოთ ხსენებული პროცედურა უფრო მეტად ხანგრძლივ დროს მოითხოვს სხვა გადანერგვის მეთოდებთან შედარებით, რაც განპირობებულია ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე. ძირითად შემთხვევაში, ამგვარი ოპერაცია ტარდება კომბინაციაში კეფის ზონიდან ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდთან ერთად, მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მისაღებად.

 ოპერაციის დაგეგმვამდე, პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს წინასაოპერაციო კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან, რათა სწორად გადაწყდეს შესაფერისი გადანერგვის მეთოდი, რომელიც იდიალურად მოერგება უშუალოდ პაციენტის თმის ცვენის შემთხვევას, მაქსიმალურად ბუნებრივი და სასურველი შედეგის მისაღებად.

კლინიკა თალიზის კვალიფიციური გუნდი მზადაა მოგაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია, თმის გადანერგვის ოპერაციული მეთოდის სწორად შესარჩევად.

ვინ არის კარგი კანდიდატი თმის გადანერგვის ოპერაციისთვის?

თმის გადანერგვის ოპერაცია არ არის ყველასთვის განკუთვნილი. საჭიროა პოტენციური პაიცენტი გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.

თმის გადანერგვა არ არის  ყველასთვის განკუთვნილი. გადანერგვისთვის საუკეთესო კანდიდატებს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებიც აკმაყოფლებენ შემდეგ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:

-25 წლის და მეტი ასაკის პაციენტები

-მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მქონე პაციენტები

-პაციენტები რომელთაც აქვთ საკმარისი სადონორო თმის ფოლიკულები დაზინებული ზონის სრულად შესავსებად

-პოსტ ტრამვული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების მქონე პაციენტები

-გადანერგვა ქალბატონებში არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში.

როგორია პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი?

როგორც წესი, პაციენტები უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრების რიტმს ოპერაციიდან 2-3 დღის განმავლობაში. თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი მაინც ინდივიდუალურია, რაც ასევე დამოკიდებულია ჩატარებული პროცედურის მასშტაბზე, გადანერგვის მეთოდსა და კვალიფიციური გუნდის მუშაობაზე. ოპერაციის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდირებულია მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის არიდება, ასევე სტრესულ სიტუაციების შეზღუდვა, ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბად მოხმარებისგან თავის შეკავება.

ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები

თმის გადანერგვის ოპერაცია წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას, შესაბამისად ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია, როდეასც ოპერაცია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ ტარდება.

შესაძლო გართულებები თმის გადანერგვის ოპერაციის შემდგომ შეიძლება იყოს:

  1. პოსტოპერაციული შეშუპებები
  2. სილურჯეები
  3. ქავილი
  4. ნაწიბურების ფორმირება
  5. პოსტოპერაციული გაბუჟება
  6. იშვიათ შემთხვევაში სისხლდენა და გადანერგილი თმის ძირების დისლოკაცია
  7. გადანერგილი ან საკუთარი თმის ძირების დროებითი გაცვენა, შოკლოსი;

არსებობს თუ არა თმის ცვენის მკურნალობის  ეფექტური არაქირურგიული მეთოდები?

თმის ცვენის საწყის ეტაპზე სწორად შერჩეული არაქირურგიული მკურნალობა ეფექტიანია. სწორი მკურნალობისათვის აუცილებელია პირველ რიგში მიზეზების ზუსტი დიაგნოსტირება. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ტრიქოლოგს კონსულტაციისათვის. უნდა ვიცოდეთ, რომ თმის ცვენის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ტრიქოსკოპია. დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება შესაფერისი მკურნალობის კურსი.

  • მინოქსდიდილი – იგივე როგაინი, წარმოადგენს თმის ცვენის სამკურნალო  მედიკამენტს, რომელიც უფრო ხშირად ინიშნება თმის ძირებში ადგილობრივად შესაზელი ხსნარის სახით,  მედიკამენტში შემავალი აქტიური ნივთიერება აუმჯობესებს თფოლიკულების სისხლმომარაგებას და ასევე ასტიმულირებს ძირების აქტიურ ზრდის ფაზას.

  • ფინესტერიდი იგივე პროპეცია,  ჰორმონალური პრეპარატია, რომელიც ინიშნება ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალოდ და აღიარებულია ამერიკის საჭმლის და წამლის ადმინისტრაციის FDA მიერ , როგორც მამაკაცური თმის ცვენის მკურნალობის ეფექტური საშუალება. პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ 5 ალფა რედუქტაზას ბლოკირებაში, რაც ხელს უშლის ტესტოსტერონის თავისუფალი ფორმის გამონთავისუფლებას სკალპის მიდამოში. ასევე ღერების ამცირებს ცვენის სიხშირეს, რომელთაც გენეტიკურად გააჩნიათ დეჰიდროტესტოსტერონისადმი რეცეპტორები. პრეპარატის მიღება დაშვებულია მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე.

  • პლაზმოლიფტინგი – ეს არის თმის მოვლის საშუალება, რომელიც სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც სამკურნალო საშუალება თითქმის ყველა სახის პათოლოგიის დროს, არამედ ერთგვარ ალოპეციის საპროფილაქტიკო საშუალებასაც წარმოადგენს. პროცედურის ხანგრძლივობაა 30 წუთი, მკურნალობა ინიშნება 3-5 პროცედურის კურსის სახით ყოველ 10-15 დღის შუალედში. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ. პლაზმოლიფტინგის პროცედურა წარმოადგენს აუტოლოგური, თრომბოციტებით და ზრდის ფაქტორებით მდიდარი პლაზმის ინექციას მეზოთერაპიის სახით. პროცედურის შედეგი შესამჩნევია კურსის ჩატარებიდან 3-5 თვის ვადაზე.

  • დაბალი სიმძლავრის ლაზეროთერაპია – თმის ცვენის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდია, ინფრა წითელი ლაზერის სხივები ასტიმულირებს ღეროვან უჯრედებს თმის ფოლიკულის დონეზე და ასევე აუმჯობესებს სკალპის სისხლმომარაგებას. პროცედურა ტარდება კვირაში 3 ჯერ, 3 თვის განმავლობაში.