ტრიქოლოგიის საზოგადოების რიგით 44-ე საერთაშორისო კონფერენცია
2022 წელის 26-29 მაისს, იტალიის ტრიქოლოგიის საზოგადოების რიგით 44-ე
საერთაშორისოკონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა კლინიკა “თალიზის”
სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, თმის გადანერგვის ექიმი სალომე ვადაჭკორია. კონფერენცია
ფლორენციაში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. შეხვედრა საინტერესო იყო თმის
ცვენის მკურნალობის ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, ნაჩვენები იქნა
მკურნალობის ახალი კონბინირებული მეთოდები, ასევე თმის გადანერგვის
სფეროში დანერგილი სიახლეები.