
თმის გადანერგვა დამწვრობის შემდგომ და ტრამვის შედეგად განვითარებულ ნაწიბურებში
თუ გაწუხებთ თმის ცვენა ტრამვის შედეგად მიღებულ ან დამწვრობის შემდგომ განვითარებულ ნაწიბურის მიდამოში, თქვენ მარტო არ ხართ! მილიონობით ადამიანს სტანჯავს იგივე პრობლემა და ისინი ეძებენ გამოსავალს. ამ ბლოგ-პოსტში ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ თმის გადანერგვის შესაძლებლობას დამწვრობისა და ტრამვის შემდგომ ნაწიბურებში, უფრო მეტიც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თუ საიდან უნდა დაიწყოთ! ასე რომ, ნუღარ დააყოვნებთ განაგრძეთ კითხვა!
რა სახის პროცედურაა შრამებში თმის გადანერგვა?

ეს არის თმის გადანერგვის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაზიანებული ზონის გაუმჯობესება მასში ჯანმრთელი თმის ფოლიკულების ჩანერგვით. პროცედურა ტარდება ისევე როგირც ხანდაზმულ, ასევე შედარებით ახალ ნაწიბურებზე. ოპერაციის მიზანია ტრავმულ მიდამოში თმის საფარველის აღდგენა, რათა ის ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.
დღეისათვის არსებობს შრამებში თმის გადანერგვის განსხვავებული ქირურგიული მიდგომები. უფრო ხშირად ქირურგები წარმატებით მიმართავენ უახლეს თმის ფოლიკულური ექსტრაქციის FUE მეთოდს, ასევე დიდი ზომის შრამების შემთხვევაში გამოიყენება ნაწიბურის ექსციზის და სკალპის პროქსიმალური უბნის გადანერგვის მეთოდები, წინასწარი ექსპანდირების საშუალებით. პაციენტზე მორგებული საუკეთესო მეთოდს არჩევს ქირურგი ნაწიბურის ზომის, ფრმის და მდებარეობის შესაბამისად.
FUE მეთოდი შრამების კორექცია

ფოლიკულური ექსტრაქციის FUE მეთოდი წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში, არამედ ასევე შრამების კორექციისთვის. თუმცა ასევე აუცილებელია განვიხილოთ პროცედურის ჩატარების მხრივ არსებული შეზღუდვები. გასათვალისწინებელია დაზიანებულ ქსოვილში დარღვეული სისხლმომარაგება, რაც თავის მხრივ არ გვაძლევს საშუალებას ერთ ეტაპად ჩაინერგოს თმის ფოლიკულები მაღალი სიხშირით, რის გამოც მაქსიმალური კოსმეტიკური შედეგის მისაღებად აუცილებელია განმეორებითი ოპერაციის ჩატარება. მანამ, სანამ დაიგეგმება ოპერაცია, დარწმუნდით რომ თქვენი მიზნები და მოლოდინები დეტალურად განიხილეთ თქვენს ქირურგთან. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ მიაკვლიოთ თქვენთვის შესაფერის მაქსიმალურად ეფექტურ სამკურნალო მეთოდს.
თმის გადანერგვის პროცესი ნაწიბუროვან ქსოვილში მოიაზრებს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო მიდამოში. ზონრის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კეფის მიდამოში მოიპოვება თმის ფოლიკულების შემცველი კანის ზონარი, რომელიც სტერეო მიკროსკოპების ქვეშ პრეპარირდება ცალკეულ თმის ფოლიკულებად – გრაფტებად.
პრეპარირებული გრაფტები ინერგება სატეციფიენტო მიდამოში. ფოლიკულები ინერგება მცირე ზომის სარეციფენტო ხვრელებში. პოსტოპერაციულ პერიოდში ნორმალურად ითვლება მცირედი დისკომფორტი და შეშუპებები, რაც უკვალოდ გაივლის ოპერაციიდან რამოდენიმედღეში. გადანერგილი თმის ამოსვლის პროცესი იწყება 2-3 თვიდან, რაც დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის სტატუსზე, სარეციფიენტო მიდამოს სისხლმომარაგების ხარისხზე, თუ რამდენად კარგად მიიღებს თმის ფოლიკულებს სარეციფიენტო არე. ახალი, გადანერგილი თმის ამოსვლა მნიშვნელოვანი ეტაპის – ამოსული თმა არის მუდმივი და არასოდეს ცვივა! ჩვეულებრივად იზრდება, ეს არის თქვენი ბუნებრივი თმა.
თმის ზრდის პროდუქტები ნაწიბურებისთვის
შესაძლებელია თუ არა თმის ზრდის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება ნაწიბუროვან ქსოვილში? დღეისათვის არსებობს თმის ზრდის მრავალი პროდუქტი, რომლებიც ხელს უწყობს ნაწიბურების სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ასევე არსებობს რიგი კოსმეტიკური პროდუქტებისა, რომლებიც გამოიყენება დაზიანებული უბნის შესანიღბად, თუმცა ისინი რეალურად არ უწყობენ ხელს ახალი თმის ფოლიკულების ზრდას ნაწიბუროვნ ქსოვილში.
თუ თქვენ განიხილავთ თმის ზრდის მასტიმულირებელი პროდუქტების გამოყენებას ნაწიბუროვანი ქსოვილის სამკურნალოდ, პირველ როგში მობრძანდით ექიმთან კონსულტაციაზე. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით იმის დადგენაში, თუ რომელი სამკურნალო საშუალება იქნება უსაფრთხო გამოსაყენებლად და ასევე ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში.
რას ნიშნავს დამწვრობის შემდგომი თმის გადანერგვა?
დამწვრობის შემდგომი გადანერგვა არის ქირურგიული ოპერაციის ტიპი, რომელიც გამოიყენება დამწვრობის შედეგად გამოწვეული სიმელოტის სამკურნალოდ. ეს ჩვეულებრივ გულისხმობს ჯანმრთელი თმის ფოლიკულების დისლოკაციას სადონორო მიდამოებიდან და მათ ჩანერგვას დაზიანებულ სამიზნე ზონაში.
ნება მომეცით მოგიყვეთ ჩვენი თმის აღდგენის კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის ისტორია. მას უბედური შემთხვევის შედეგად დარჩა თმაგაცვენილი ზონები სკალპის დიდ ნაწილზე. ყოველთვის აცნობიერებდა თავის პრობლემას, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გამოსავალს კლინიკა „თალიზში“ იპოვიდა. როდესაც ის პირველად ესტუმრა კლინიკას ექიმებმა აცნობეს გადანერგვის უახლესი მეთოდის შესახებ, რომელიც უკვე წლებია ეფექტურად გამოიყენება დამწვრობის შემდგომ ნაწიბურებში. პაციენტი თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა პროცედურის ჩატარება. მკურნალობა საოცრად მარტივი იყო. რამდენიმე თვეში დაიწყო ახალი თმის ამოსვლა. ახლა უკვე მას შეუძლია სასურველი ვარცხნილობის მორგება და აღარ ფიქრობს ნაწიბურებზე.
თუ თქვენ დაინტერესებული ბრძანდებით თმის გადანერგვის შესაძლო ვარიანტების შესწავლით, პირველი ნაბიჯი არის კონსულტაცია ჩვენს კვალიფიციურ ქირურგებთან. ისინი შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და დაადგენენ, ხართ თუ არა თმის გადანერგვის პროცედურისათვის შესაფერისი კანდიდატი და თუ ეს ასეა, ჩვენი ექიმები შეიმუშავებენ სპეციალურად თქვენთვის მორგებულ მკურნალობის გეგმას. ამის შემდეგ, რჩება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება და ოპერაციის თარიღის დაგეგმვა და თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ ოპერაციის ჩატარება შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კარგ ხელში ხართ- კლინიკა თალიზის გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით.