
თმის გადანერგვის ფასები
თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი გთავაზობთ მომსახურებათა ფართო ასორტიმენტს – მათთვის ვინც დაინტერესებულია ჩაიტაროს თმის ცვენის დიაგნოსტირება, მკურნალობა და გადანერგვის პროცედურები.
თალიზი უკვე 24 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში, წარმოადგენს პირველ სპეციალიზირებულ თმის გადანერგვის კლინიკას ამიერკავკასიაში. დღემდე თალიზს ჰყავს მრავალი მადლიერი პაციენტი ისევე როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე წამყვან კლინიკებს შორის. ასე რომ, თუ თქვენ გაწუხებთ ალოპეცია, შეგიძლიათ თამამად ენდოთ საკუთარი საქმის პროფესიონალებს და გვესტუმროთ თალიზში.
რა გამოარჩევს თალიზს მსოფლიოში საუკეთესო კლინიკებს შორის?
• მრავალწლიანი გამოცდილება
• უახლესი ტექნოლოგიები
• მაღალკვალიფიციური გუნდი
• უმაღლესი ხარისხის მომსახურება
• ბიუჯეტური ფასები
რა სახის მომსახურებას სთავაზობს კლინიკა თალიზი თავის მომხმარებელს?

ალბათ თვალი მოგიკრავთ რეკლამებისთვის, სადაც ერთ დღეში მთლიანი სკალპის აღდგენას ჰპირდებიან და დაფიქრებულხართ თუ რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს მსგავსი დაპირება. დაგეთანხმებით, რთულია ზუსტად განსაზღვრა სად სრულდება რეალობა და იწყება ფუჭი დაპირება.
სამწუხაროდ გარშემო ბევრ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით, რაც ნამდვილად ართულებს სანდო კლინიკის შერჩევა.
ეს მონაკვეთიც სწორედ სანდო მომსახურების შერჩევაში დაგეხმარებათ, რომლებიც სამუდამოდ მოაგვარებს თქვენი ალოპეციის პრობლემას.
FUE ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი
უახლესი და დღეისათვის ყველაზე დახვეწილი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდი.
აღნიშნული მეთოდის დროს ფოლიკულები სათითაოდ მოიპოვება სადონორო მიდამოში. ფოლიკულური ექსტრაქციისას გამოიყენება მცირე ზომის მიკროქირურგიული თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც არ ტოვებენ ფართო ნაწიბურებს და გამოირჩევიან სწრაფი პოსტოპერაციული რეაბილიტაციით. პაციენტები უბრუნდებიან სამსახურს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში.
ზონრის FUT მეთოდი
ფოლიკულური ტრანსპლანტაციის მეთოდი (ზონრის მეთოდი), არის ქირურგიული მიდგომა. ამ პროცედურის დროს, კეფის არეში მოიპოვება თმიანი კანის ზონარი, რომელიც სტერეომიკროსკოპების ქვეშ პრეპარირდება ფოლიკულურ ერთეულებად და შემდეგ აღნიშნული ერთეულები ინერგება სამიზნე ზონაში. მეთოდი უფრო ხშირად გამოიყენება იმ პაციენტებში, ვისაც სჭირდება დიდი მასშტაბის ოპერაცია უფრო დიდი ზონის შესავსებად.
თმის პირდაპირი იმპლანტაციის DHI მეთოდი
DHI მეთოდი სხვებთან შედარებით უფრო ახალი ფორმაა. ამ პროცედურის დროს ცალკეული ფოლიკულები პირდაპირ ინერგება თმაგაცვენილ ზონაში. აღნიშნული მეთოდი ნაკლებ ტრავმულია და ისევე როგორც უნაკერო ფოლიკულურიექსტრაქციის FUE მეთოდი უფრო სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა. სადონორო მიდამოდან თმის ფოლიკულები სათითაოდ მოიპოვება სპეციალური მიკროქირურგიული ხელსაწყოთი. პაციენტთა უმეტესობას შეუძლია სამსახურში დაბრუნება ოპერაციიდან რამდენიმე დღეში.
მთავარი განსხვავება DHI მეთოდსა და სხვა საშუალებებს შორის არის ის, რომ DHI იყენებს პირდაპირ იმპლანტაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ფოლიკულები იმპლანტირებულია მოპოვებისთანავე, რაც ამცირებს თმის ძირების არაბუნებრივ მიდამოში დაყოვნების დროს
და აუმჯობესებს მათ სიცოცხლისუნარიანობას.
სხეულიდან თმის გადანერგვა BHT მეთოდი
სხეულიდან თმის გადანერგვის მეთოდი საშუალებას იძლევა მოპოვებულ იქნეს დამატებითი ფოლიკულები სხეულის სხვადასხვა მიდამოებიდან- როგორიცაა (გულმკერდი, წვერი, ფეხები და ა.შ). აღნიშნული მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კეფის არეში დარჩენილი სადონორო ფოლიკულების მარაგი არ არის საკმარისი გამელოტებული ზონის მთლიანად დასაფარად. მეთოდი ძალიან კარგ შედეგს იძლევა პროგრესირებული ალოპეციის მქონე პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ ფართომაშტაბიანი ოპერაციები.
თმის გადანერგვის ფასები
ერთი გრაფტის ღირებულება უნაკერო FUE მეთოდით შეადგენს
2 ლარს. DHI მეთოდით თმის გადანერგვის ფასი შეადგენს 2 ლარს.
ზონრის მეთოდის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
გრძელი თმის კი LHT 3 ლარს.
ტრანსპლანტაციის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია კლინიკა თალიზში.
ოპერაციის ღირებულება საშუალოდ იწყება 2500 ლარიდან, ფასები საკმაოდ
შეღავათიანია სხვა კლინიკებთან შედარებით.
ფასები ცვალებადია საჭირო ფოლიკულების რაოდენობიდან და ოპერაციის მეთოდიდან გამომდინარე.
თალიზში მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომ
ფასად, ასევე შეგიძლიათ ისარგებლებთ სპეციალური ფასებით -30%-50%
გამოცხადებული ფასდაკლების აქციების პირობებში სადღესასწაულო დღეებში.
თუ ეძებთ მაღალკვალიფიციურ კლინიკას თქვენი ოპერაციისთვის სადაც ფასები საშუალოდ მერყეობს 2500-4500 ლარის ფარგლებში, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! კლინიკა თალიზი ცნობილია უმაღლესი ხარისხის მომსახურებით ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
მეთოდი | ფასები |
უნაკერო FUE მეთოდი | 2 ლარი (ერთი გრაფტი) |
გრძელი თმის გადანერგვა | 3 ლარი (ერთი გრაფტი) |
ზონრის მეთოდი | 1 ლარი (ერთი გრაფტი) |
წარბის გადანერგვა | 2000 ლარი |
წვერის გადანერგვა | 3000 ლარი |
ტრიქოპიგმენტაცია | 2000 ლარი |
პლაზმოლიფტინგი | 200 ლარი |
მეზოთერაპია | 150 ლარი |
რა გამოარჩევს კლინიკა თალიზს ? – სამედიცინო ტურიზმი
რა კავშირია იმპლანტაციასა და მოგზაურობას შორის? კლინიკა თალიზი
სთავაზობს სრული მომსახურების პაკეტს იმ პაციენტებს, რომლებიც ჩამოდიან
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის სასარგებლო და ამავდროულად სასიამოვნო გამოცდილება, რასაც პაციენტი იღებს სამედიცინო ტურის ფარგლებში. პაკეტი მოიცავს აეროპორტში დახვედრას, გაცილებას, ტრანსფერს სასტუმროდან კლინიკაში, მაღალი კლასის სასტუმროში განთავსებას 3 ღამით, ძველი ქალაქის ტურს ქართული ღვინის და სამზარეულოს სადეგუსტაციო ვახშმით.
ერთდღიანი ტურის ფარგლებში რომელიც ეწყობა მცხეთაში, საქართველოს
უძველეს ისტორიულ დედაქალაქში, თალიზის სტუმრებს აქვთ საშუალება
გაეცნონ ქვეყნის უძველეს კულტურას, ისტორიას და გაიგონ მეტი
ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ტურის ფარგლებში
გექნებათ საშუალება ეწვიოთ თბილისის უძველეს ისტორიულ გოგირდის აბანოებს, საბაგიროთი ახვიდეთ მთაწმინდის მთაზე და დატკბეთ ქალაქის
პანორამული ხედებით ზემოდან. ტური იწყება ძველ ქალაქში ულამაზესი ხედებით
ჯვრის მონასტრიდან, რომელიც შეტანილია მსოფლიოს კულტურული
მემკვიდრეობის სიაში და დაცულია იუნესკოს მიერ. დღის ბოლოს
სტუმრებს უმასპინძლდებიან ქართული სამზარეულოს კერძებით და ცნობილი
ქართული ღვინით.
რა სახის გარანტიებს მიიღებს მომხმარებელი?
კლინიკა იღებს სრულ პასუხისმგებლობას გარანტირებულ შედეგებზე.
ასევე გადახდილი თანხის დაბრუნების გარანტიას იმ შემთხვევაში თუ არ დადგება
სასურველი შედეგი.
თუ არ ხართ კმაყოფილი გადანერგვის შედეგებით ან გაქვთ რაიმე პრობლემა ოპერაციის შემდეგ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კლინიკის ექიმებს და ისინი გაგიწევენ სრულ და დეტალურ კონსულტაციას.