(ISHRS) ოფიციალური სამეცნიერო ვორქშოპი

(ISHRS) ოფიციალური სამეცნიერო ვორქშოპი

 პირველად ამიერკავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ოფიციალური სამეცნიერო ვორქშოპი ჩატარდა. ეს იყო ისტორიული მოვლენა, რომელმაც საქართველო მედიცინის გლობალურ რუკაზე კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინა. ღონისძიებას მასპინძლობდა თმის გადანერგვის პირველი კლინიკა საქართველოში — თალიზი, რომელიც 1998 წელს დაარსდა, ჩაატარა პირველი თმის გადანერგვის პროცედურა ქვეყანაში და დღემდე რჩება ლიდერად რეგიონში. სწორედ თალიზის ბაზაზე მოეწყო მაღალი დონის ვორქშოპი, რომელმაც უმასპინძლა 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ წამყვან ტრანსპლანტოლოგებს, პლასტიკურ ქირურგებს, დერმატოლოგებსა და ტრიქოლოგებს.

თალიზი ცნობილია, როგორც კლინიკა, რომელმაც შექმნა ქართული თმის გადანერგვის მაღალი სტანდარტი. აქ მომზადდა 500-ზე მეტი წარმატებული სპეციალისტი, რომლებიც დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ. კლინიკა თალიზი მუდმივად ზრუნავს ექიმების როგორც სამედიცინო პრაქტიკაზე, ისე განათლებასა და სამეცნიერო აქტივობაზე, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ISHRS-ის ვორქშოპის თბილისში მასპინძლობით.

ISHRS (International Society of Hair Restoration Surgery) არის მსოფლიოში, თმის აღდგენით ქირურგიაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ადგენს გლობალურ სტანდარტებს, ავითარებს ახალ ტექნოლოგიებსა და უზრუნველყოფს თმის გადანერგვის სფეროს უწყვეტ პროგრესს. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ღონისძიება საქართველოში ჩატარდა — რაც უდიდესი აღიარებაა როგორც თალიზისთვის, ისე მთლიანად ქართული მედიცინისათვის.

ღონისძიებამ აჩვენა, რომ საქართველო დღეს არა მხოლოდ რეგიონული ლიდერია თმის გადანერგვის მიმართულებით, არამედ ღირსეული მონაწილეა საერთაშორისო მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში. მსგავსი სამეცნიერო პლატფორმები, რომელთაც თალიზი წარმატებით უძღვება, კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის პოზიციას, როგორც ინოვაციებისა და პროფესიული განვითარების ჰაბის გლობალურ ბაზარზე.