კლინიკა „თალიზი“ უზრუნველყოფს სამედიცინო ტურების ორგანიზებას
ჩვენი უცხოეთში მცხოვრები პაციენტებისათვის. სამედიცინო ტური მოიცავს
სრულ მომსახურების პაკეტს- ტრანსფერს, სასტუმროში განთავსებას და
ექსკურსიას ძველ თბილისა და ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში.
სამკურნალო ტურის დასაჯავშნად საჭიროა ელექტრონული ფოსტით
გამოაგზავნოთ რამოდენიმე რაკურსით გადაღებული თმაგაცვენილი არისა და
კეფის მიდამოს ფოტოსურათები, რის მიხედვითაც ჩვენი ექიმები მოგაწვდიან
დეტალურ რეკომენდაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი პრობლემის
მოსაგვარებლად (რამდენი გრაფტის გადანერგვა იქნება საჭირო სასურველი
შედეგის მისაღებად), ასევე დგინდება ოპერაციის მეთოდი და მასშტაბი,
თქვენთვის მოსახერხებელი სამოგზაურო გრაფიკის მიხედვით წინაწარ
იჯავშნება ოპერაციის თარიღი, შესაბამისად იჯავშნება სასტუმრო და ტრანსფერიც.
ჩამოსვლის დღეს პაციენტს უტარდება პირველადი კონსულტაცია კლინიკაში,
რომლის დროსაც დგინდება ოპერაციის ზუსტი მასშტაბი, თმის ხაზის დიზაინი
და სრულდება სათანადო გამოკვლევები. მეორე დღეს ტარდება თმის
გადანერგვის პროცედურა, ხოლო მესამე დღეს – პოსტოპერაციული
კონსულტაცია, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი უკან გამგზავრება. პაციენტის
სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია დარჩეს კიდევ ერთი დღე საქართველოს
კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაოებების დასათვალიერებლად.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შეზღუდულია დროში, შესაძლებელია თმის
გადანერგვის პროცედურა შესრულებული იქნას ერთი დღის განმავლობაში. ამ
შემთხვევაში პაციენტს უტარდება თმის გადანერგვის პროცედურა ჩამოსვლის
დღესვე, რაც მას საშუალებას აძლევს მეორე დღეს უკან გამგზავრებას.