თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა 12-17
ნოემბერს, 2019 ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში. კონფერენციას თან ერთვოდა ქირურგიული ვორკშოპი, სადაც თმის
ტრანსპლანტოლოგიის წამყვანმა სპეციალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარადგინეს ინოვაციური და
უახლესი მიდგომები ისევე როგორც ზონრისა და ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდებით სადონორო თმის
ფოლიკულების მოპოვების თვალსაზრისით, ასევე აჩვენეს თმის ძირების იმპლანტაციის განსხვავებული მიდგომები
და ხელმისაწვდომი უახლესი ინსტრუმენტალი და აღჭურვილობა.

კონფერენციაზე კლინიკა თალიზს წარმოადგენდა სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ექიმი- სალომე
ვადაჭკორია, როგორც თმის არდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ასისტენთა კომიტეტის
მართველობითი საბჭოს წევრმა, ქალბატონმა სალომემ წარადგინა სამი მოხსენება, ერთ-ერთი მოხსენება შეეხებოდა
დროის ეფექტური მართვის მნიშვნელობას გადენერგილი თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისა და
მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ოპერაციების დროს, მან წარმოადგინა ჩვენს
კლინიკაში წარმატებით დანერგილი და გამოყენებული ინოვაციური მეთოდები. დანარჩენი მოხსენებები შეეხებოდა
საბაზისო თმის ძირების მიკროსკოპული პრეპარირების მეთოდებსა და ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების
მნიშვნელობასა და შესაძლებობებს დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების კორექციაში.
წელს, ისევე როგორც წინა წლებში თალიზის თმის გადანერგვის ინსტიტუტის 20-ზე მეტმა მოსწავლემ მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღო მონაწილეობა კონგრესის მსვლელობაში, მათ შორის აღსანიშნავია ექიმი მუჰამედ
აბასი, შვედეთიდან, რომელმაც წარმოადგინა ურთულესი შემთხვევა- დამწვრობის შემდგომი ნაწიბურის კორექცია
აფროამერიკული წარმოშობის პაციენტში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ჩვენი კლინიკის მოსწავლეების წარმატება და
ყოველ წელიწადს გვახარებს მათი მიღწევები.
როგორც კონფერენციის დაგეგმვისა და მოსამზადებელი კომიტეტის წევრი, სალომე ვადაჭკორია დაჯილდოვებულ
იქნა შეტანილი სამეცნიერო და საგანმანათებლო წვლილისათვის.

Add Your Comment