წარბის გადანერგვა

ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს წარბის გამეჩხერების პრობლემა, ასაკთან ერთად მცირდება წარბის სიხშირეც, რაც საბოლოოდ იწვევს თმაგაცვენილი უბნების ჩამოყალიბებას წარბის მიდამოში.  წარბის სიხშირის დაქვეითება  პირდაპირ მიუთითებს ასაკობრივ ცვლილებებზე, შესაბამისად ლამაზი ფორმის ხშირი წარბები ახალგაზრდული ელფერს მატარებელია.

წარბი წარმოადგენს ადამიანის სახის ნაკვთებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელსაც წამყვანი როლი უკავია პირველადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში.  სწორედ წარბებს აკისრია მთავარი როლი ისევე როგორც ემოციის გამოხატვისას, ასევე გვევლინება ერთ-ერთ კრიტიკულ ფაქტორად, რომლის მიხედვითაც ცნობენ ან იმახსოვრებენ ადამიანის სახეს.

წარბების გადანერგვა წარმოადგენს დაზიანებული ან გამეჩხერებული წარბების აღდგენის თანამედროვე ეფექტურ საშუალებას, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ისევე როგორც წარბის სიხშირის აღდგენა, ასევე ფორმის ცვლილება (გასქელება, დაშვებული წარბის ფორმის ზევით აწევა), ასევე პოსტრამვული ან დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების  კორექცია.

კლინიკა თალიზის გამოცდილი ექიმები დაგეხმარებიან წარბის სასურველი ფორმის შერჩევაში, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული თქვენი სახის ნაკვთებსა და სიმეტრიას. წარბის გადანერგვის პროცედურა მოიცავს ჯანმრთელი თმის ძირების მოპოვებას კეფის არეში და მათ ჩანერგვას წარბის მიდამოში, იქ სადაც წარბი გაცვენილი ან გამეჩხერებულია. პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 საათს. შედეგი დგება პროცედურის დასრულებისთანავე.