ტრიქოპიგმენტაცია

ტრიქოპიგმენტაცია კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის ზედაპირულ შრეში სპეციალური აპარატურის და აღჭურვილობის გამოყენებით. ტრიქოპიგმენტაცია აბსოლუტურად განსხვავდება ტატუირებისაგან, რადგან პიგმენტის შეყვანა ხდება კანის ზედაპირულ შრეში მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის, ფერის და პიგმენტების განაწილების უზრუნველსაყოფად.

ყველანი ვიცვლებით დროსთან ერთად, ამიტომ მიღებული შედეგი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება აღარ ჩაითვალოს ბუნებრივად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრიქოპიგმენტაციის ეფექტი არ არის სამუდამო. იგი დროებითია და ტატუირებისგან განსხვავებით 1,5-2 წელი ნარჩუნდება. ეს ტექნიკა აბსოლუტურად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ნაკლებინვაზიურია.

ტრიქოპიგმენტაცია იგივე პროცესია, რაც სკალპის მიკროპიგმენტაცია, რომლის შემთხვევაშიც სპეციალისტი კანქვეშ პიგმენტის შეყვანით ქმნის ბუნებრივი თმის ფოლიკულის იმიტაციას. პროცედურით შესაძლებელია მივიღოთ გადაპარსული თმის ვიზუალი ან არსებულ გრძელ თმებს შორის მოხდეს კანის გამუქება ხაზოვანი პიგმენტაციით თმის გახშირების და შევსების ეფექტის მისაღწევად. ტრიქოპიგმენტაციასა და სკალპის მიკროპიგმენტაციისას გამოიყენება სხვადასხვა პიგმენტი. ტრიქოპიგმენტაციისას გამოიყენება ჰიდროფილური პიგმენტი.

როდის არის ნაჩვენები მიკროპიგმენტაცია?

  • ქალბატონების და მამაკაცების გენეტიკური თმის ცვენისას;
  • არსებული თმის სიხშირის ვიზუალური გაუმჯობესებისათვის;
  • ნაწიბურის დასაფარად;
  • სხვადასხვა სახის ალოპეციების დროს;
  • მათთვის ვისაც გაკეთებული აქვს ან გეგმავს თმის გადანერგვას;
  • მათთვის ვინც აღარ ითვლება თმის გადანერგვის კანდიდატად;

გადაპარსული თმის იერის იმიტაცია

გამელოტებული მამაკაცებისთვის ტრიქოპიგმენტაცია გადაპარსული თმის იერის იმიტაციის მისაღწევი ყველაზე სასურველი და გავრცელებული არაოპერაციული პროცედურა. პიგმენტის შეყვანა კანქვეშ საკმაოდ ბუნებრივ კოსმეტიკურ შედეგს იძლევა, მიმსგავსებულია თმის ფოლიკულს და ესთეტიკურად მომხიბვლელია.

ნაწიბურის კორექცია

ტრიქოპიგმენტაცია წარმატებით გამოიყენება პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების კორექციისათვის. ტრიქოპიგმენტაცია კარგად ფარავს ნაწიბურის მქონე არეს და კოსმეტიკურად საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. მისი გამოყენება ასევე წარმატებით ხდება თმაგადანერგილ პაციენტებში, სადონორო არეზე. როგორც ზონრის მეთოდით ნაოპერაციები პაციენტის ხაზოვანი ნაწიბურის, ასევე ექსტრაქციის მეთოდით ნაოპერაციები პაციენტის წერტილოვანი ნაწიბურებისათვის. მეთოდი თავისთავად ნაკლებ ინვაზიური და უმტკივნეულოა.

კოსმეტიკური სიხშირის და შევსების იმიტაცია

შესაძლებელია თუ არა ტრიქოპიგმენტაცია გაკეთებული იქნას გრძელ თმებში? მე არ მაქვს სურვილი და არ ვაპირებ ვატარო გადაპარსული თმა. არის თუ არა რამე საშუალება, რომ სწრაფი და მარტივი მეთოდით შევძლო კოსმეტიკური ეფექტის შექმნა და შენარჩუნება?

დიახ! ეს შესაძლბელია ტრიქოპიგმენტაციით. გრძელ თმებში პიგმენტის შეყვანით ჩვენ ვიღებთ სიხშირისა და შევსების იმიტაციას აბსოლუტურად უმტკივნეულო და ნაკლებინვაზიური საშუალებით. ტრიქოპიგმენტაციის გაკეთება არ საჭიროებს თმის გადაპარსვას.