პლაზმოლიფტინგი ანუ PRP თერაპია

პლაზმოლიფტინგი არის პაციენტისავე სისხლისგან დამზადებული მისივე თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის და უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, თმის ფოლიკულების გადართვას მოსვენების (ტელოგენი) სტადიიდან ზრდის (ანაგენი) სტადიაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის სამკურნალოდ, ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების გასაუმჯობესებლად. ”თალიზში” თმის გადანერგვის შემთხვევაში ყველა პაციენტს პლაზმოლიფტინგის პროცედურა უტარდება უფასოდ.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის უწვრილესი საინექციო ნემსებით სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პრეპარატების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების მცირე დოზების შეყვანა დერმაში (მეზოდერმაში), უშუალოდ დაზიანების კერაში. შედეგად ხერხდება ზემოაღნიშნული აგენტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პრობლემურ ზონაში და დგება შედარებით სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი, რაც ხელს უწყობს დაზიანებული თმის ძირების აღდგენას და გაჯანსაღებას.