თმის გადანერგვა ნაწიბურებში

თმის გადანერგვის ოპერაციეცია წარმოადგენს პოსტ ტრამვული და დამწვრობის
შემდგომი ნაწიბურების კორექციის ეფექტურ საშუალებას. გადანერგილი თმა კარგად
იზრდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ ქსოვილში, არამედ ნაწიბუროვან ქსოვილშიც
მიუხედავად დაზიანებულ ქსოვილში დარღვეული სისხლმომარაგებისა. ჩვენების
მიხედვით შესაძლებელია თმის გადანერგვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება,
ნაწიბურში შესაძლოა გადაინერგოს თმა ისევე როგორც კეფის არიდან, ასევე
სხეულიდან ან წვერიდან, იმ შემთხვევაში თუ კეფის არეში არსებული ფოლიკულების
მარაგი არ არის საკმარისი ნაწიბურის სრულად დასაფარად. უფრო ხშირად ნაწიბურების
კორექციისათვის მიმართავენ თანამედროვე უნაკერო ფოლიკულური ექსტრაქციის
მეთოდს.

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი წარმოადგენს მცირედინვაზიურ და ეფექტურ
საშუალებას მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეციების სამკურნალოდ. აღნიშნული
პროცედურის დროს სადონორო ფოლიკულები სათითაოდ მოიპოვება 0.7-0.9 მმ მქონე
საექსტრაქციო ხელსაწყოთი, შესაბამისად სადონორო ზონაში არ რჩება ხაზოვანი ან
შესამჩნევი ნაწიბურები. ოპერაცია მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტი
პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.