თმის ცვენის მკურნალობის არაოპერაციულ მეთოდებს შორის ჩვენ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე მეზოთერაპიას, ლაზეროთერაპიას, პლაზმოლიფტინგს.

მედიკამენტოზური მკურნალობა

დღეისათვის ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ (Food and Drag Administration – FDA) ანდროგენული ალოპერციის სამკურნალოდ აღიარებულია მხოლოდ ორი პრეპარატი – ფინესტერიდი და მინოქსიდილი.

ფინესტერიდი (პროპეცია, პროსკარი) – პერორალურად მისაღები პრეპარატია, რომელიც ფერმენტ 5 – ალფარედუქტაზის ბლოკირებით თრგუნავს ტესტოსტერონის ტრანსფორმაციას აქტიურ ფორმაში – დეჰიდროსტერონში. ხდება დეჰიდროტესტორინის დონის შემცირება სისხლში და შედეგად მცირდება დეჰიდროტესტოსტერონის ალტერაციული ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.

მინოქსიდილი (როგეინი) – ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროცენტიანი (2 – 15%) ხსნარი ან ქაფია, რომლის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ამ პრეპარატების სისტემატიური, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას გვაძლევს შევაჩეროთ თმის ცვენა, უკუვაქციოთ თმის მინიატურიზაცია და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ თავის თმიანი საფარველის მდგომარეობა.

ლაზეროთერაპია

დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების კერძოდ Haircomb Hairmax – ის სისტემის გამოყენებისას ხდება ლაზერული ენერგიის ზემოქმედება დასუსტებულ და არააქტიურ თმის ფოლიკულებზე და მათი უჯრედების გააქტიურება. ლაზერული გამოსხივება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ფოლიკულების ირგვლივ, რაც ზრდის ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებას. 2009 წლიდან ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ლაზერულ სისტემებს თმის ცვენის სამკურნალოდ.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის უწვრილესი საინექციო ნემსებით სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პრეპარატების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების მცირე დოზების შეყვანა დერმაში (მეზოდერმაში), უშუალოდ დაზიანების კერაში. შედეგად ხერხდება ზემოაღნიშნული აგენტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პრობლემურ ზონაში და დგება შედარებით სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი, რაც ხელს უწყობს დაზიანებული თმის ძირების აღდგენას და გაჯანსაღებას.

პლაზმოლიფტინგი ანუ PRP თერაპია

პლაზმოლიფტინგი არის პაციენტისავე სისხლისგან დამზადებული მისივე თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის და უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, თმის ფოლიკულების გადართვას მოსვენების (ტელოგენი) სტადიიდან ზრდის (ანაგენი) სტადიაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის სამკურნალოდ, ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების გასაუმჯობესებლად. ”თალიზში” თმის გადანერგვის შემთხვევაში ყველა პაციენტს პლაზმოლიფტინგის პროცედურა უტარდება უფასოდ.