მისია

ვიყოთ პირველიქართული კომპანია, რომელიც მუდმივი ზრდისა და სრულყოფის საფუძველზე ამკვიდრებს ქართულიხარისხის სამაგალითო სტანდარტს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვაშენებთ თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიო ცენტრს. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენ ერთად ვაღწევთ დასახულ მიზნებს ერთიანი გუნდური მუშაობის შედეგად.

ფილოსოფია

დაარსების დღიდან ჩვენ მუდმივად ვცვლიდით რისი შეცვლაც შეგვეძლო და ყოველთვის ვიღებდით იმას, რაც გვსურდა. ეს იყო ცვლილებები წარმატებისთვის.

ცვლილებების განხორციელება, როგორც წესი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკმარისი გამბედაობა და შრომისმოყვარეობა ცვლილებების გასატარებლად. რაც მთავარია, გახსნილობა სიახლეებისადმი. სწორედ გახსნილობა სამყაროსადმი არის ჩვენი წარმატების საწინდარი.

ჩვენ გაგვიმართლა: თავიდანვე ვიპოვეთის, რაცგვიყვარს – ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე – თმის გადანერგვა. სიყვარული, გახსნილობა და შრომისმოყვარეობა – ეს არის თალიზი, ჩვენი წარმატების საიდუმლო და ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებები რომელსაც თალიზი შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, აგრეთვე გახდება თქვენი წარმატების საიდუმლოც.