თმის ცვენა ანუ ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, ლოკალურმა დაზიანებამ ან ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათლოგიურმა მდგომარეობამ. ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცური ტიპის თმის ცვენა), ბუდობრივი ალოპეცია (კეროვანი, ტოტალური და უნივერსალური), ბროკის დაავადება (ფსევდოპელადა) (Brock disease – Pseudopelada), ლიქენი (Lichen Planopilaris), ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია (Frontal Fibrosis Alopecia – FFA), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები, ავიტამინოზები, ცილოვანი დეფიციტი, ტრამვები, დამწვრობები და ოპერაციული ჩარევები თავის თმიანი საფარველის არეში, სხივური და ქიმიოთერაპიის კურსები, ჰორმონალური ძვრები, არასწორი ვარცხნილობა, ტრიხოტილომანია, სტრესი – ეს არის იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.

hair loss
თმის ცვენა
თმის ცვენა მამაკაცებში

თმის ცვენის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად მამაკაცებში
გვევლინება ანდროგენეტიკული ალოპეცია, იგივე მამაკაცური
ტიპის თმის ცვენა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები
სუსტდება და ცვივა თმის ხაზის, შუბლის და თხემის
მიდამოებში, ასევე თმის ცვენა შესაძლოა პროგრესირებდეს
გვირგვინის მიდამოშიც, თუმცა კეფის მიდამოში ყოველთვის
შენარჩუნებულია ჯანმრთელი თმის ფოლიკულები,
რომლებიც არასოდეს ცვივა.

თმის ცვენა
თმის ცვენა ქალბატონებში

თმის ცვენა ქალბატონებში შედარებით იშვიათია, თუმცა
აღნიშნული პრობლემის არსებობა შესაძლოა გამოწვეული
იყოს მრავალი სხვადასხვა გარემოებით. სტრესი,
ჰორმონალური ცვლიებები, ეკოლოგიური ფაქტორები,
თმის მოვლის დამაზიანებელი საშუალებები, ეს თმის
ცვენის გამომწვევი შესაძლო მიზეზების არასრული
ჩამონათვალია. უფრო ხშირად ქალბატონებში გვხვდება
დიფუზური ხასიათის თმის ცვენა, რომლის დროსაც თმის
ფოლიკულები თხელდება მთლიან თავზე, უმეტესად
ტელეოგენური, დიფუზური და ასევე ანდროგენეტიკური
ალოპეციების დროს.

თმის ცვენის არაოპერაციული მკურნალობა

თმის ცვენის არაოპერაციული მკურნალობა

თმის ცვენის მკურნალობის არაოპერაციულ მეთოდებს შორის ჩვენ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე მეზოთერაპიას, ლაზეროთერაპიას, პლაზმოლიფტინგს.

 მედიკამენტოზური მკურნალობა

დღეისათვის ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ (Food and Drag Administration – FDA) ანდროგენული ალოპერციის სამკურნალოდ აღიარებულია მხოლოდ ორი პრეპარატი – ფინესტერიდი და მინოქსიდილი.

ფინესტერიდი (პროპეცია, პროსკარი) – პერორალურად მისაღები პრეპარატია, რომელიც ფერმენტ 5 – ალფარედუქტაზის ბლოკირებით თრგუნავს ტესტოსტერონის ტრანსფორმაციას აქტიურ ფორმაში – დეჰიდროსტერონში. ხდება დეჰიდროტესტორინის დონის შემცირება სისხლში და შედეგად მცირდება დეჰიდროტესტოსტერონის ალტერაციული ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.

მინოქსიდილი (როგეინი) – ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროცენტიანი (2 – 15%) ხსნარი ან ქაფია, რომლის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ამ პრეპარატების სისტემატიური, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას გვაძლევს შევაჩეროთ თმის ცვენა, უკუვაქციოთ თმის მინიატურიზაცია და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ თავის თმიანი საფარველის მდგომარეობა.

 ლაზეროთერაპია

დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების კერძოდ Haircomb Hairmax – ის სისტემის გამოყენებისას ხდება ლაზერული ენერგიის ზემოქმედება დასუსტებულ და არააქტიურ თმის ფოლიკულებზე და მათი უჯრედების გააქტიურება. ლაზერული გამოსხივება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ფოლიკულების ირგვლივ, რაც ზრდის ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებას. 2009 წლიდან ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ლაზერულ სისტემებს თმის ცვენის სამკურნალოდ.

 მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის უწვრილესი საინექციო ნემსებით სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პრეპარატების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების მცირე დოზების შეყვანა დერმაში (მეზოდერმაში), უშუალოდ დაზიანების კერაში. შედეგად ხერხდება ზემოაღნიშნული აგენტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პრობლემურ ზონაში და დგება შედარებით სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი, რაც ხელს უწყობს დაზიანებული თმის ძირების აღდგენას და გაჯანსაღებას.

 პლაზმოლიფტინგი ანუ PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) თერაპია

პლაზმოლიფტინგი არის პაციენტისავე სისხლისგან დამზადებული მისივე თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის და უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, თმის ფოლიკულების გადართვას მოსვენების (ტელოგენი) სტადიიდან ზრდის (ანაგენი) სტადიაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის სამკურნალოდ, ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების გასაუმჯობესებლად. ”თალიზში” თმის გადანერგვის შემთხვევაში ყველა პაციენტს პლაზმოლიფტინგის პროცედურა უტარდება უფასოდ.

ქირურგიული მკურნალობა

თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგია გულისხმობს ჯანმრთელი თმის ძირების მოპოვებას  პერმანენტულ სადონორო მიდამოებიდან და მათ აუტოტრანსპლანტაციას თმაგაცვენილ (სარეციპიენტო) ზონაში, ანუ იქ სადაც თმა გაცვენილი ან შეთხელებულია. ჯანმრთელი სადონორო თმის ფოლიკულები უმეტეს შემთხვევაში მოიპოვება კეფის არეში, ასევე შესაძლებელია  სადონორო თმის ძირების მოპოვება სხეულის სხვადასხვა მიდამოებიდან (მაგ: წვერი, გულმკერდი, მხრები, ფეხები), სხეულის თმა გამოიყენება მაშინ, როდესაც კეფაზე არსებული თმის ძირების მარაგი არ არის საკმარისი თმაგაცვენილი მიდამოების მაღალი სიხშირით დაფარვისათვის.

თმის სადონორო პერმანენტულ ზონას წარმოადგენს ის სადონორო არე სადაც თმა არასოდეს ცვივა. მაგალითად მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში თმის ცვენა იწყება შუბლის, თმის ხაზის და თხემის მიდამოებიდან და გრძელდება გვირგვინამდე, თუმცა კეფის არეში თმა არასოდეს ცვივა. აღნიშნული გარემოება განპირობებულია კეფაზე არსებული თმის ფოლიკულების მდგრადობით მამაკაცური ჰორმონების მიმართ. თმის ცვენის განვითარების პროცესში ჩართულია ისევე როგორც გენეტიკური, ასევე ჰორმონალური ფაქტორები. ორივე ფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ირთვება პათოლოგიური ციკლი, რაც იწვევს თმის ძირების დაზიანებას და შემდგომ განლევას.  კეფაზე არსებულ თმის ძირებს არ გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა  მამაკაცური ჰორმონების მიმართ, შესაბამისად აღნიშნული ფოლიკულები იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არასოდეს ცვივა. შესაბამისად არ ცვივა გადანერგილი თმაც, რადგან ის მოპოვებულია პერმანენტული (მუდმივი) სადონორო ზონიდან.

ჩვენს კლინიკაში დანერგილია სადონორო არის თანამედროვე პლასტიკისა და გადანერგილი თმების მაქსიმალური სიხშირის მიღწევის თანამედროვე კონცეფციები. რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სადონორო არეში პრაქტიკულად არ ვითარდება ნაწიბურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები, საიდანაც მოიპოვება თმის ძირები, პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი  

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი წარმოადგენს თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდს, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხორციელდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური მიკრო ინსტრუმენტებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თმის ძირების მოპოვების შემდეგ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები. კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მეთოდი იძლევა საშუალებას მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (გულმკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან ან წვერიდან)

FUE – ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის (დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი) ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წარბებისა და წვერის აღდგენისათვის.

აღნიშნული მეთოდით კლინიკა თალიზის მარალკვალიფიციურ გუნდს შეუძლია გადანერგოს 4000 გრაფტი და მეტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. დღეისათვის პატარა მასშტაბის FUE პროცედურები ( 1500 გრაფტამდე) კეთდება თავის გადაპარსვის გარეშე, რაც კოფორტულს და შეუმჩნეველს ხდის პოსტოპერაციულ პერიოდს ჩვენი პაციენტებისათვის.